x
მეტი
  • 21.08.2024
  • სტატია:136634
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510877
მკურნალობა ფერებით
ექიმები დიდი ხანია იყენებენ ფერებით მკურნალობას.

ავიცენამ შეადგინა სპეციალური ატლასი, სადაც აღწერა დამოკიდებულება ფერს და ადამიანის ტემპერამენტსა და ჯანმრთელობას შორის. ის ამტკიცებდა, რომ დილის კაშკაშა სინათლე ხელს უწყობს საჭმლის ათვისებას, წითელი ფერი ქმნის ოპტიმისტურ განწყობას და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ყვითელი კურნავს
ღვიძლს, ამცირებს ტკივილს, აქრობს ანთებას.

image

“ცისარტყელას” დახმარებით მკურნალობდნენ ეგვიპტეში, სპარსეთში, ინდოეთში, ჩინეთში.



სინათლე არის სხვადასხვა სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღების ნაკრები. ტალღის სიგრძე განსაზღვრავს ფერს.

ელექტრომაგნიტური ტალღები ზეგავლენას ახდენენ ჩვენ ენერგეტიკულ სტრუქტურებზე-აძლიერებენ ან ასუსტებენ მათ ვიბრაციას. შესაბამისად სხვადასხვა სიგრძის ტალღები ანუ ფერები განსხვავებულად მოქმედებენ ადამიანის ორგანოებსა და ფსიქიკაზე.. თვალის ფერად გარსზე ზემოქმედებით ფერი განსაზღვრულ რეცეპტორს აღიზიანებს.

image

თეთრი ყველაზე პოპულარული ფერია, რომელიც გამოიყენება ნეგატიური ემოციებისგან გასათავისუფლებლად. თეთრი ასოცირდება იმედთან, სიწმინდესა და შემოქმედებასთან. როცა ძალიან ჩაიძირებით ყოველდღიურ პრობლემებში, სტრესულ სიტუაციებში გარს ქათქათა საგნები შემოიხვიეთ და გულიც გაგინათდებათ.


წითელი- არის სისხლის, სასიცოცხლო ენერგიის, აქტიურობის და ვნების ფერი. თუ გსურთ ინტიმური ურთიერთობების მოწესრიგება ან ეძებთ მძაფრ შეგრძნებებს, საძინებლის გასაფორმებლად უკეთეს ფერს ვერ ინატრებთ. ამისთვის საჭირო არ არის ოთახის მთლიანად წითლად შეღებვა ან მეწამული ფარდების ჩამოკიდება, სრულიად საკმარისია წითელი ყვავილები მაგ. ვარდებიანი ლარნაკი მაგიდაზე ან ოთახის გაფორმება ქაღალდის ან შუშის წითელი გულებით.

მთავარია ზომიერების დაცვა, რადგან რაც ნაკლებია წითელი, მით უფრო მეტია მისი სასარგებლო გავლენა.
გაითვალისწინეთ, წითელი ფერის საცვლები მეტად სექსუალურია. ის ვნებას აძლიერებს.


სტაფილოსფერი- სასიამოვნო თბილი ფერია, მაგრამ დიდი რაოდენობით იწვევს უკურეაქციას. სტაფილოსფერი რეკომენდებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმელის და გულის დაავადებებისას. ის აძლიერებს იმუნიტეტს და ეფექტურია სექსუალური დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ გაითვალისწინეთ, ბევრი სტაფილოსფერი იწვევს გაღიზიანებადობას და სიბრაზეს.


ყვითელი-მასტიმულირებელი ფერია. იგი ზემოქმედებს გონებრივ მუშაობაზე და ხელს უწყობს მოდუნებას. თუ დაბნეული ხართ, დაკარგეთ რეალობის გრძნობა აირჩიეთ ყვითელი. თუ გსურთ ბევრი ინფორმაციის დამახსოვრება ყვითელი საგნების გარემოცვაში იმეცადინეთ.


მწვანე-პოპულარული და პრაქტიკული ფერია. ის ასოცირდება ტყესთან, სიმწვანესთან, ასტიმულირებს ზრდას-განვითარებას.

ის ამშვიდებს, ხსნის დაძაბულობას და ეხმარება შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში. თუ სახლი თქვენი ციხე-სიმაგრეა, სადაც ისვენებთ, ძალებს იკრებთ, დეკორში გამოიყენეთ მწვანე და მისი მრავალფეროვანი გამა. საუკეთესო გადაწყვეტაა ოთახის მცენარეების მოშენება. მწვანე იზიდავს ფინანსურ წარმატებას. (დოლარი ხომ მწვანე ფერისაა).

image

ლურჯი- სპეციალისტები თვლიან, რომ მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და გულისრევის საწინააღმდეგო მოქმედება. სამკურნალო მიზნით ლურჯს იყენებენ პროცესების შენელებისთვის. მაგ. გულისცემის ან უხვი მენსტრუაციის შესამცირებლად, დიარეის ან უძილობისას. ამბობენ, რომ ლურჯი ტანსაცმელი შველის კანის ზოგიერთი დაავადებებისას. მაგრამ იისფერი ჭურჭელი მადას ამცირებს.


ცისფერი-ზომიერების და ჰარმონიულობის ფერია. ის ამშვიდებს და ეხმარება ფიზიკური და სულიერი ჰარმონიის მიღწევაში. გარდა ამისა ცისფერი და მისი ტონები ამაღლებს განწყობას და აღადგენს სულიერ წონასწორობას. ცივი ცისფერი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, დაბლა წევს მაღალ ტემპერატურას და ხსნის ნერვულ დაძაბულობას. თუმცა ზედმეტი ცისფერი იწვევს დეპრესიას ან ცხოვრების მიმართ გულგრილობას.


იასამნისფერი- გამოიყენება ეპილეფსიის და ართრიტის მკურნალობისას. ის ხელს უწყობს ფიზიკური შესაძლებლობების გამოვლენას და განვითარებას. ის არის შთაგონების ფერი. გამოიყენეთ ის მედიტაციისას.



0
73
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0