შოუბიზნესი ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინს ტყუპები შეეძინათ 2013, 7 ოქტომბერი, 9:37 64 წლის რუსეთის ესტრადის პრიმადონა ალა პუგაჩოვა და 37 წლის შოუმენი მაქსიმ გალკინი მშობლები გახდნენ, იუწყება "Московский комсомолец"-ი.ვარსკვლავურ წყვილს ტყუპები შეეძინათ-ბიჭი და გოგონა.ჩვილებს გარი და ლიზი დაარქვეს, მათი დაბადების თარიღი ჯერ-ჯერობით არ გამჟღავნებულა.ჩვილები სუროგატი დედის მეშვეობით მოევლინენ ამ ქვეყანას.პუგაჩოვა და გალკინი 12 წელია ერთად ცხოვრობენ.პუგაჩოვას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი ქალიშვილი-ქრისტინა ორბაკაიდე, მაქსიმ გალკინი კი ოფიციალურად პირველად გახდა მამა.სუროგატი დედის ვინაობა გასაიდუმლოებულია.ერთი წლის წინ 23 წლის გოგონამ, რომელიც პუგაჩოვას ფანი გახლდათ, მზადყოფნა გამოთქვა ყოფილიყო სუროგატი დედა, ამისთვის მან 1 მილიონი რუსული რუბლი მოითხოვა. 682 9-ს მოსწონს
|