x
image
თამარი555
ირანის ატომურ ობიექტზე ოთხი დივერსანტი დააკავეს


image


ირანის მთავრობამ ოთხი ადამიანი დააპატიმრა, რომლებიც ქვეყნის ატომურ ობიექტზე დივერსიის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც აცხადებს ატომური ენერგეტიკის ხელმძრვანელი ალი აქბარ სალეხი, დაკავებულებს დიდხანს აკვირდებოდნენ, მათ ნება დართეს კვლავ გაეგრძელებინათ სამუშაო, შემდეგ კი დააკავეს ისინი პრაქტიკულად დანაშაულის ადგილას.

ჩინოვნიკი არ აცხადებს კერძოდ რომელმა ობიექტმა გამოიწვია ინტერესი დაპატიმრებულ მოქალაქეებს შორის და ასევე არ კონკრეტდება დაკავებული პირების მოქალაქეობა.

აღსანიშნავია რომ ირანის ხელისუფლების ატომური პროგრამა დიდი ხანია კრიტიკის ობიექტია მსოფლიო საზოგადოების მხრიდან, რომლის წარმომადგენლებიც გამოხატავენ ეჭვს რომ ისლამური სახელმწიფო საკუთარ ატომურ შეიარაღებას აწარმოებს. ოფიციალური თეირანი კი თავის მხრივ ატომური პროგრამის სამხედრო მიმართულებას უარყოფს და აცხადებს რომ ყოველი მოქმედება აბსოლიტურად მშვიდობიანი მიზნებისათვის ხორციელდება.

0
37
3-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0