დასვენება საქართველოში Gardenia ლოტკინზე 2013, 6 ოქტომბერი, 21:34 ყოველთვის ვათვალიერებ ხოლმე ლამაზად მოვლილ ბაღებს, რაც ჩვენთან იშვიათობაა. ეხლახანს გავიგე, რომ ასეთი სილამაზის ნახვა შესაძლებელი ყოფილა ლოტკინზე. ეს ბაღი ზურა შევარდნაძეს ეკუთვნის და ღიაა ყველა მსურველისთვის. ნანახით კმაყოფილი დავრჩი, რამდენიმე ფოტოც გადავიღე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს სილამაზე. ხშირად მინახავს უცხო ქვეყნის ბაღები, რომლებიც მოვლილი და დეკორატიულად გაფორმებულია. გამიხარდა, რომ ჩვენთანაც არის მოყვარული ადამიანი ბუნების და მცენარეების მოვლის მათი ლამაზად წარმოჩენის. ნახეთ ფოტოები და შეაფასეთ... 1454 4-ს მოსწონს
|