ცომეული ორიგინალური და გემრიელი ღვეზელი სოსისისაგან (ფოტორეცეპტი) 2013, 6 ოქტომბერი, 21:30 მასალა ცომისათვის: 200 გრამი რძე 2 სუფრის კოვზი შაქარი 1 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი 1 ჩაის კოვზი მარილი 20 გრამი კარაქი ან მცენარეული ზეთი 300 გრამი ფქვილი მასალა გულსართისათვის 8 ცალი სოსისი 1 კვერცხი 1 სუფრის კოვზი რძე 50 გრამი ყველი კეტჩუპი მომზადება: დავასხათ ცოტაოდენი თბილი რძე საფუარს და შაქარს, დავაცადოთ 10 წუთი, შემდეგ დავამატოთ მარილი, დანარჩენი რძე, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი არ უნდა ეწებებოდეს ხელს, მაგრამ უნდა იყოს რბილი და ნაზი. ბოლოს დავამატოთ კარაქი ან ზეთი და დავტოვოთ თბილ ადგილას გასაფუებლად. როცა ცომი კარგად აფუვდება, გავყოთ 8 ნაწილად. თითოეული ნაწილი დავამრგავლოთ და გავაბრტყელოთ. შუაში ჩავდოთ გასუფთავებული სოსისი და ნაპირები შემოვუკეცოთ. გავჭრათ სიგრძეზე 8 ნაწილად, მხოლოდ ისე, რომ ნაწილები ერთმანეთს არ დავაშოროთ. ერთი ნაწილი გადავიტანოთ მარცხნივ, მეორე მარჯვნივ, ასე გავაკეთოთ ბოლომდე. ღვეზელები დავაწყოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და გავაჩეროთ თბილ ადგილას ამოსასვლელად. ზემოდან წავუსვათ რძეში ათქვეფილი კვერცხის გული, სურვილისამებრ შეიძლება წავუსვათ კეტჩუპი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და დავდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში(220 გრადუსი). ვაცხოთ დაახლოებით 20 წუთი. სუფრაზე მივიტანოთ ცხელი. 1012 14-ს მოსწონს
|