ცომეული კეფირზე მომზადებული უგემრიელესი ბლინები 2014, 23 თებერვალი, 12:10 ჩემო ძვირფასო და ხელმარჯვე დიასახლისებო, მოგეხსენებათ, რომ ხვალ ყველიერის კვირა იწყება და ბევრი თქვენგანი ბლინების გამოცხობას აუცილებლად მოინდომებს. მინდა შემოგთავაზოთ საკმაოდ მარტივი და იაფი რეცეპტი. გამოაცხვეთ გემრიელი ბლინები და გაახარეთ ოჯახის წევრები თქვენი ნახელავით.
მასალად საჭიროა:
კეფირი-2 ჭიქა
კვერცხი-2 ცალი შაქარი-1/2 ჭიქა სოდა-1/2 ჩაის კოვზი მარილი, ვანილი-გემოვნებით ფქვილი-2 ჭიქა მომზადება: კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ მარილი, ვანილი, კეფირი და მსუბუქად ავთქვიფოთ კიდევ ერთხელ. 1 ჭიქა მდუღარე წყალში ჩავყაროთ სოდა და მოვურიოთ, ჩავასხათ ეს წყალი ჩვენ ცომში, დავამატოთ ფქვილი და მოვურიოთ ხის კოვზით კოშტების გაქრობამდე. დავაცადოთ ცომს 5 წუთი, მერე დავამატოთ 2-3 სუფრის კოვზი ზეთი და დავიწყოთ გამოცხობა. ბლინები უნდა გამოცხვეს საკმაოდ ცხელ ცხიმწასმულ ტაფაზე. დავასხათ ცომი და გავანაწილოთ ტაფის მთელ სიფართეზე. ვეცადოთ რაც შეიძლება თხელი ბლინები გამოგვივიდეს. მოვაყაროთ შაქარი და გადავახვიოთ სათითაოდ, ან გავუკეთოთ ნებისმიერი გულსართი: არაჟანი, ჯემი, მურაბა ან რაც თქვენ გსურთ. მიირთვით გემრიელად! 398 9-ს მოსწონს
|