x
image
მანჩო 777
ორიგინალური და გემრიელი ღვეზელი სოსისისაგან (ფოტორეცეპტი)
image
მასალა ცომისათვის:

200 გრამი რძე

2 სუფრის კოვზი შაქარი

1 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი


1 ჩაის კოვზი მარილი

20 გრამი კარაქი ან მცენარეული ზეთი

300 გრამი ფქვილი

მასალა გულსართისათვის

8 ცალი სოსისი

1 კვერცხი

1 სუფრის კოვზი რძე

50 გრამი ყველი

კეტჩუპი


მომზადება:

დავასხათ ცოტაოდენი თბილი რძე საფუარს და შაქარს, დავაცადოთ 10 წუთი, შემდეგ დავამატოთ მარილი, დანარჩენი რძე, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი არ უნდა ეწებებოდეს ხელს, მაგრამ უნდა იყოს რბილი და ნაზი. ბოლოს დავამატოთ კარაქი ან ზეთი და დავტოვოთ თბილ ადგილას გასაფუებლად.

როცა ცომი კარგად აფუვდება, გავყოთ 8 ნაწილად. თითოეული ნაწილი დავამრგავლოთ და გავაბრტყელოთ. შუაში ჩავდოთ გასუფთავებული სოსისი და ნაპირები შემოვუკეცოთ.

image

image

გავჭრათ სიგრძეზე 8 ნაწილად, მხოლოდ ისე, რომ ნაწილები ერთმანეთს არ დავაშოროთ.

image

ერთი ნაწილი გადავიტანოთ მარცხნივ, მეორე მარჯვნივ, ასე გავაკეთოთ ბოლომდე.

imageimage

ღვეზელები დავაწყოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და გავაჩეროთ თბილ ადგილას ამოსასვლელად.

image

ზემოდან წავუსვათ რძეში ათქვეფილი კვერცხის გული, სურვილისამებრ შეიძლება წავუსვათ კეტჩუპი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და დავდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში(220 გრადუსი).

ვაცხოთ დაახლოებით 20 წუთი. სუფრაზე მივიტანოთ ცხელი.

image


4
1012
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1012
  
2013, 12 ოქტომბერი, 16:40
ძაან მაგარია მე გავაკეთე ოღონდ ფენოვანი ცომი ვიყიდე გაყინული :D ძაან გემრიელი და ლამაზი გამოვიდა
2013, 7 ოქტომბერი, 11:10
საინტერესო რამეა და გემრიელი
0 1 4