x
image
ბესო დანელია
მისალმება

image

ხელის ჩამორთმევა ჯერ კიდევ უძველეს დროში მშვიდობისა და მეგობრობის სიმბოლოდ ითვლებოდა. ინდოეთის ზოგიერთ ძველ ხალხებში ხელის ჩამორთმევა ქორწინების ცერომონიის ნაწილი იყო. ძველ რომაელებში ხელის ჩამორთმევა რიტუალური ხასიათი ჰქონდა, შემდეგ გავიდა ქრისტიანებში, მოგვიანებით კი, უბრალოდ, მისალმების ფორმად იქცა.
ხელის ჩამორთმევა მისალმების და დამშვიდობების ერთადერთი ხერხი როდია. საინტერესო ჩვეულება აქვთ ტიბეტელებს: როდესაც ასაკით უმცროსი უფროსს ემშვიდობება ან ესალმება, იგი ოდნავ ხრის თავს და ამვდროულად ენას ყოფს.
ჩვენს დროში ლამები, მისალმებისას აჩავენებენ ხელებს, ხელისგულებით სტუმრისკენ და ენის წვერს უყოფენ - ამით უდიდეს პატივისცემას გამოხატავენ.
დასავლეთ აფრიკაში ესალმებიან ხელისგულების მკერდზე დარტყმით, ხოლო ცენტრალურ აფრიკაში - თავაზიანი თავის დაკვრით და ტაშისკვრით, ამავდროულად, წარმოსთქვამენ შესაფერის, სასიამოვნო სიტყვებს. იაპონელები ეროვნულ წეს-ჩვეულებას მისდევენ: რამდენჯერმე ხრიან თავს და ერთმანეთს ჯანრმთელობისა და კეთილდღეობის შესახებ ეკითხებიან. შუასაუკუნეების რაინდები, თავისი კეთილი ზრახვების საჩვენებლად, შეხვედრისას მუზარადებს იხდიდნენ და თავს იშიშვლებდნენ - ამ დროს თავი დაუცველი რჩებოდა. მოგვიანებით მისალმების ნიშნად თავსაბურავის მოხსნა ყველგან გავრცელდა. ამგვარი მისალმების გამარტივებული ვარიანტია ხელის თავსაბურავთან მიტანა, თითქოსდა მისი მოხდის განზარხვით.

image

image

2
327
11-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
327
  
2013, 5 ოქტომბერი, 11:20
ძალიან კარგი სტატიაა. აი, ტიბეტელების. წარმომიდგენია ჩვენთან უმცროსმა უფროსს დამშვიდობებისას ენა რომ გამოუყოს, რა რეაქცია მოყვება:))
2013, 5 ოქტომბერი, 10:16
ძალიან საინტერესოა. ძველ ეგრისში კი მხარზე კოცნით გამოიხატებოდა.
0 1 2