წარმოგიდგენთ ათ ცნობილ ადამიანს, რომლებმაც გარდა თავისი ძირითადი პროფესიისა, მოახერხეს და წიგნები დაწერეს.
![ვარსკვლავები, რომლებმაც წიგნი
დაწერეს image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201310/2013100423482537332.jpg)
1.ჰოლივუდის მსახიობმა
ჯიმ კერიმ გადაწყვიტა თავისი თავი მოესინჯა მწერლის ამპლუაში და გამოუშვა საბავშვო წიგნი სახელწოდებით:"როგორ ბრუნავს როლანდი". ნაწარმოების მთავარი გმირია პატარა ტალღა როლანდი. ჯიმ კერის თქმით, ის წიგნში საუბრობს სახალისო ფორმით საკმაოდ სერიოზულ ამბებზე, რათა ბავშვებისათვის უფრო იოლი გახდეს სამყაროს აღქმა.
2.ამერიკელმა მსახიობმა, სცენარისტმა და კომიკოსმა
ტინა ფეიმ დაწერა წიგნი "Bossypants", რომელიც მოხვდა The New York Times-ის ბესტსელერების ტოპ-ათეულში.
![ვარსკვლავები, რომლებმაც წიგნი
დაწერეს image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201310/2013100423493237332.jpg)
3. ფილმის "მარტო სახლში" გმირმა
მაკალეი კალკინმა 2007 წელს დაწერა წიგნი "Junior". კრიტიკოსების თქმით: "კალკინის წიგნი-ესაა თავბრუდამხვევი კალეოდოსკოპი სიტყვებისა და პერსონაჟებისა."
![ვარსკვლავები, რომლებმაც წიგნი
დაწერეს image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201310/2013100423500737332.jpg)
4.ცნობილმა მოდელმა
ნაომი კემპბელმაც ყველას გასაოცრად გადაწყვიტა მწერლობაში ეცადა თავი. 1994 წელს ნაომიმ გამოსცა რომანი :"გედი", სადაც აღწერს მოდის ინდუსტრიაში გამეფებულ ინტრიგებს და მასთან დაკავშირებულ საიდუმლობებს ხდის ფარდას.
![ვარსკვლავები, რომლებმაც წიგნი
დაწერეს image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201310/2013100423504237332.jpg)
5.ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ა
ლისია სილვერსტოუნმა გადაწყვიტა თავის წვლილი შეეტანა ვეგეტარიანელობის პროპაგანდაში და დაწერა წიგნი:" კეთილი დიეტა". ალისია წიგნში ყვება, თუ რამ აიძულა ის ვეგეტარიანელი გამხდარიყო და გვიამბობს მცენარეული კვების პლიუსებსა და მინუსებზე.
![ვარსკვლავები, რომლებმაც წიგნი
დაწერეს image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201310/2013100423560637332.jpg)
6.კინოვარსკვლავი
გვინეტ პელტროუ არასოდეს არ მალავდა თავის გატაცებას კულინარიული ხელოვნებით და 2013 წელს დაწერა
"კულინარიული წიგნი".
![ვარსკვლავები, რომლებმაც წიგნი
დაწერეს image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201310/2013100423515237332.jpg)
7.ტელესერიალ "ექიმ ჰაუსის" ვარსკვლავმა
ჰიუ ლორიმ 1996 წელს გამოსცა რომანი: "იარაღით მოვაჭრე", რომელიც მაშინათვე გახდა ბესტსელერი.ახლა ლორი უკვე მეორე წიგნზე მუშაობს.
![ვარსკვლავები, რომლებმაც წიგნი
დაწერეს image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201310/2013100423522737332.jpg)
8.მაიკლ ჯეკსონის დამ, მომღერალმა
ჯენეტ ჯეკსონმა 2011 წელს გამოსცა წიგნი: "შენ ნამდვილი ხარ! გზა იმისკენ, რომ იპოვო და შეგიყვარდეს საკუთარი თავი". წიგნს საფუძველად დაედო მომღერლის ბრძოლა ზედმეტ წონასთან.
![ვარსკვლავები, რომლებმაც წიგნი
დაწერეს image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201310/2013100423525537332.jpg)
9.ამერიკელმა მსახიობმა
იტან ჰოუკმა 1996 წელს გამოსცა თავისი პირველი ქმნილება: "ყველაზე ცხელი შტატი", რომელსაც კრიტიკოსების რისხვა დაატყდა თავს. 2006 წელს მსახიობმა დაწერა მეორე რომანი: "ფერფლისფერი ოთხშაბათი".
![ვარსკვლავები, რომლებმაც წიგნი
დაწერეს image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201310/2013100423533037332.jpg)
10.თავისი შემოქმედების გარდა მომღერალი
მადონა ცნობილია იმითაც, რომ საკმაოდ საინტერესო წიგნების ავტორია. თავისი ლიტერატურული კარიერა მან დაიწყო სკანდალური რომანით "Sex", რის შემდეგაც საბავშვო უწყინარი მოთხრობების წერაზე გადავიდა.
მისი საბავშვო ზღაპრები დაფუძნებულია ტრადიციულ ფასეულობებზე და წარმოადგენენ თავისებურ მორალის გაკვეთილებს.