სხვა ხელოვნების ტროლად აღიარებული ამერიკელი მხატვრის საშიში და პროვოკაციული შემოქმედება 2013, 4 ოქტომბერი, 22:03 ამერიკელი მხატვარი მარკ ჯენკინსი სამართლიანადაა აღიარებული მსოფლიო ხელოვნების ტროლად. მისმა პროვოკაციულმა სკულპტურებმა ხმაური და არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია მსოფლიოს არაერთ ქალაქში. მარკ ჯენკინსი ეგრეთ წოდებული ქუჩის ხელოვნების მიმდევარია და მისმა მინიქანდაკებებმა ასობით და ათასობით შემთხვევითი გამვლელის ნერვიულობა და პანიკამდე მიყვანა მოახერხა.
მხატვარი თავის შემოქმედებაში იყენებს ეგრეთ წოდებულ
"სკოჩებს" და თხელი პოლიეთილენის შესაფუთ ლენტას. ჯენკინსი ამ ლენტითა და "სკოჩით " ფუთავს ტანსაცმელს და შემდეგ დგამს ქუჩაში, ელოდება რა გამვლელების რეაქციას. ამ შთაბეჭდილებას, რასაც ეს საშიში სკუპლტურები ახდენენ ადამიანებზე, ის აფიქსირებს ვიდეოკამერით. ყველაზე პოპულარული ამ ვიდეოებიდან გახდა ის, რომელიც გადაღებული იყო სკულპტურასთან, რომელსაც თითქოს თავის კედელში გაეჩხირა.
გთავაზობთ მარკ ჯენკინსის არაორდინარული, მაგრამ არცთუ ისე სასიამოვნო სანახავი სკულპტურების ფოტოსურათებს.
იმედია, ამ სურათების ხილვამ ცუდ გუნებაზე არ დაგაყენათ. რას ვიზამთ, ხელოვნება ხომ მსხვერპლს მოითხოვს. 72 13-ს მოსწონს
|