x
image
ბესო დანელია
საფეხბურთო კარები

საფეხბურთო კარები

საინტერესოა, რომ პირველი საფეხბურთო კარები საკმაოდ პრიმიტიული იყო: მხოლოდ ორი ხის ბოძი. გოლი ითვლებოდა თუ ბურთი მოხვდებოდა ამ ორ ბოძს შორის, ნებისმიერ სიმაღლეზე, რაც ხშირად კამათის საგანი ხდებოდა. 1866 წელს აუცილებელი გახდა შტნგებს შორის თოკის გაბმა, რომელიც საფეხბურთო კარების სიმაღლეს ზღუდავდა. ამგვარად, შესაძლებელი გახდა მრავალი კონფლიქტის აცილება. 1875 წელს შეფილდის ფეხბურთის ასოციაციის ინიციატივით მიიღეს წესი, რომლის თანახმადაც კარებზე ათვსებდნენ მყარ მუყაოს. ამავე წელს საბოოლოდ დამტკიცდა საფეხბურთო კარების ზომები. ფეხბურთის წესების თანახმად, სტანდარტული კარების სიგანე უნდა იყოს 7 მეტრი 32 სანტიმეტრი, სიმაღლე კი 2 მეტრი 44 სანტიმეტრი. თუ ინგლისელი არ ხართ, ვერ გაიგებთ, რა საჭიროა ასეთი სიზუსტე, მაგრამ ნისლიანი ალბიონის მცხოვრებლებისათვის ყველაფერი მარტივადაა: რვა იარდის სიგანე და რვა ფუტი სიმაღლე. 1890 წელს ჯონ ბროდიმ ლივერპულიდან, რომელიც თევზსაჭერ ბადეს აწარმოებდა, წამოაყენა წინადადება მისი ნაწარმი გამოეყენებინა არა მარტო თევზის, არამედ ბურთის საჭერად. მან მიიღო პატენტი თავის გამოგონებისთვის და დაიწყო ინგლისური კლუბებისთვის საფეხბურთო ბადის შეთავაზება. ცნობილია, რომ იმ დროის ერთ-ერთმა უძლიერესმა კლუბმა "ბოლტონ ვონდერერსმა" მას ბადეში 6 პენსი გადაუხადა. პირველად ოფიციალურ მატჩში ბადე გამოიყენეს 1891 წლის 23 მარტს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაკრებების შეხვედრისას. რამდენიმე წელიწადში საფეხბურთო ბადის ფართო გამოყენება დაიწყო. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ბადეს ყიდულობდა სამ ფუნტად, 6 პენსად და 12 შილიგად. 1934 წელს, ჯონ ბროდის გარდაცვალების შემდეგ ლივერპულის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაერქვა - ბროდი ავენიუ. კომპანია "ბროდი" დღემდე დაკავებულია საფეხბურთო ბადეების წარმოებით. სპეციალისტები აღნიშნავენ მის სიმტკიცესს და ხანგრძლივი მოხმარების შესაძლებლობას. ამ ფირმის ყველა ბადე 25 000 კვანძს შეიცავს.


image

image

4
1573
13-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
1573
  
2013, 4 ოქტომბერი, 23:17
გაიხარე
2013, 4 ოქტომბერი, 17:07
კარგია
2013, 4 ოქტომბერი, 17:02
მადლობა
2013, 4 ოქტომბერი, 17:01
კარგია და საინტერესო :)
0 1 4