x
image
მანჩო 777
ქანდაკებები მცენარეებისაგან: გასაოცარი და ულამაზესი გამოფენა მონრეალში
image
ბუნება თვითონვე სრულყოფილებაა, თავის სილამაზით და მომხიბვლელობით, თავის სიმკაცრითა და სიძლიერით. მაგრამ ადამიანები არ ჯერდებიან ბუნებრივ სილამაზეს, ცდილობენ მუდმივად გადააკეთონ ის თავის მოსაწონად და ხშირად ეს ჩარევა საოცარი შედეგებით მთავრდება.

დღეს საუბარი გვექნება ცოცხალი მცენარეებისაგან შექმნილ სკულპტურებზე. მცენარეები, ლამაზად გაზრდილი და გაკრეჭილი, შეიძლება გადაიქცნენ უმშვენიერეს მწვანე ქანდაკებებად, რათა გაალამაზონ ბაღები და გახდნენ მათი დამამშვენებლები.

image

მცენარეების ფიგურულად გაკრეჭის და მათგან მწვანე ქანდაკებების შექმნის ხელოვნებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს: ჯერ კიდევ ძველ რომში ბაღებს აცოცხლებდნენ კოხტად გაკრეჭილი ბზების გეომოტრიული ფიგურებით.


image

რომის იმპერიიდან მოყოლებული, ეს ხელოვნება მთელ ევროპაში გავრცელდა, ხოლო რენესანსის ეპოქაში კი მეორედ დაიბადა: ამ დროს დაიწყეს მცენარეებისათვის ადამიანების, ხომალდების, ცხენების, კენტავრების, სასახლეების ფორმის მიცემა.

image

ამჟამად ეს ხელოვნება მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და უამრავ ცნობილ ბაღს ამშვენებს სხვადასხვა ფორმის და ფიგურის მქონე მწვანე სკულპტურები.

ამ ცოტა ხნის წინ მონრეალში ჩატარდა მწვანე სკუპლტურების საერთაშორისო გამოფენა. მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე ფოტო ამ გამოფენის ყველაზე შთამბეჭდავი ექსპონატებისა, , რათა თავად დარწმუნდეთ, თუ რა შეუძლია ადამიანის ნიჭს და ფანტაზიას.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










3
118
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
118
  
2015, 13 მარტი, 15:17
ვაიმე რა საოცარი სილამაზეა, ზღაპრულია.
2013, 3 ოქტომბერი, 22:49
ნამდვილად:)
2013, 3 ოქტომბერი, 22:43
ხელოვნების ნიმუშია.
0 1 3