x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135763
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510151
სალათი ომლეტითა და კრევეტებით
ინგრედიენტები:

● გაყინული კრევეტები - 250 გ.

● სალათის ფოთლები - 200 გ.

● მწვანე ხახვი - 1 კონა


● ბოლოკი - 7-8 ცალი


ომლეტისათვის:

● კვერცხი - 2 ცალი

● გახეხილი ყველი - 3 სუფრის კოვზი

● ნაღები - 1 სუფრის კოვზი

● კარაქი - 15 გ.


გასაფორმებლად:

● მაიონეზი - 3 სუფრის კოვზი

● უცხიმო არაჟანი - 1 სუფრის კოვზი

● შავი პილპილი და მარილი - გემოვნებით


სალათი ომლეტითა და კრევეტებით


მომზადება:

გავადნოთ კრევეტები და ჩავყაროთ მდუღარე წყალში, სადაც 1 წუთი გავაჩერებთ, შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ. წვრილად დავჭრათ ბოლოკი, სალათის ფოთლები და მწვანე ხახვი. შევურიოთ ყველაფერი ერთმანეთში. ამასობაში ომლეტი მოვამზადოთ და გამოვაცხოთ ორივე მხრიდან. მომზადებული ომლეტი დავჭრათ ჩხირებად ან პატარა ოთხკუთხედებად და შევურიოთ სალათს. ამ ყველაფერს მოვასხათ მაიონეზი, უცხიმო არაჟანი, დავუმატოთ პილპილი და მარილი გემოვნებით და...


გემრიელად მიირთვით






1
67
11-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
67
  
2013, 3 ოქტომბერი, 21:33
კაი რეცეპტია :D
0 1 1