x
მეტი
  • 08.10.2022
  • სტატია:122846
  • ვიდეო:355160
  • სურათი:495135
ცოტა რამ "Walt Disney"-ს შესახებ.


image



ამერიკელი რეჟისორის "Walt Disney"-ს სახელი ყველამ და განსაკუთრებით ბავშვებმა კარგათ იციან. მაგრამ შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის არ იყოს ცნობილი, თუ რა გახდა შთაგონების წყარო, რათა ასეთი დაუვიწყარი და უკვდავი გასართობი პარკი და გმირები შეექმნა უოლტს.




"ერთხელ ცნობილმა ანიმატორმა, თავისი ქალიშვილები სასეირნოდ პარკში წაიყვანა. პატარები რაღა თქმა უნდა გაერთნენ, მაგრამ მამას იქაურობა არ მოეწონა, რა უინტერესო და ჭუჭყიანი ადგილიაო-გაიფიქრა და სწორედ ეს გამხდარა მისი შთაგონების წყარო თავად შეექმნა ისეთი პარკი, სადაც ბავშვებთან ერთად მშობლებიც გაერთობოდნენ". ამ დროისთვის დისნეის მულტფილმებს ყველა იცნობდა და ისინიც რაღა თქმა უნდა თავად უოლტს შეუქმნია.




image

ბევრი ბავშვის კუმირი - ონავარი, დიდყურება თაგუნია მიკი მაუსი დისნეიმ თავად დახატა, ისეთი საყავარელი გამოუვიდა, მალე მთელმა მსოფლიომ გაიცნო და შეიყვარა. მინი მაუსი კი მიკის შეყვარებულია და ისიც ასევე ძალიან საყვარელია. (უოლტმა ანიმაციების შექმნა თაგუნიების ხატვით დაიწყო, ეს კი განაპირობა მისმა შიშმა თაგვების მიმართ).


image

მაშასადამე მინი და მიკი ერთად ცხოვრობენ "დისნეი ლენდში" და ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს, როგორც გვიხატავს ანიმატორი.

image


ამ საყვარელ წყვილს განურელი მეგობრებიც ჰყავს, ესენი არიან:



image

"პლუტო" - ყვითელი და შავყურება ძაღლი, მხირული და საყვარელი, რომელიც უოლტ დისნეიმ 80 წლის წინ შექმნა, მაგრამ დღესაც საკმაო პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში იმის გამო, რომ კეთილი და მოსიყვარულეა.



image





"გუფი" - შავყურა და თეთრხელთათმანიანი ძაღლი, რომელსაც მუდამ დიდი ზომის ფეხსაცმელი აცვია და არის ძალზედ მოუხერხებელი და მოუქნელი. თავისი სასაცილო თავგადასავლების გამო კი ბავშვების საყვარელი კუმირია.








image








"დონალდი" - მეზღვაურის ფორმიანი იხვი, რომელიც ცოტა ბუზღუნა და ჯიუტია, მაგრამ თავისი ფათერაკებით ბავშვებს კარგათ ართობს.














პირველი "დისნეილენდი" კალიფორნიაში გაიხსნა, ეხლა კი მას ნახავთ ჰონგ-კონგში, პარიზში, ტოკიოში. დისნეილენდი ველაზე მოწესრიგებული და სუფთა პარკია. ის დღესაც უამრავ ხალხს იზიდავს. ჯადოსნური ატრაქციონები კი თავს მართლა ზღაპარში გაგრძნობინებენ.

imageimage
image

image

image

image

image

image

image


"დისნეილენდს" თავისი უნივერსიტეტიც გააჩნია, სადაც ასწავლიან დისნეილენდში მუშაობის მსურველებს იქ მომსახურების, ატრაქციონების ამუშავების, ჩაცმის და სტუმართა მოწონების წესებს.

image


"უოლტ დისნეის" კომპანია — ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა ამერიკულ გასართობ ინდუსტრიაში. იგი დაარსდა 1923 წლის 16 ოქტომბერს ძმების- უოლტ და როი დისნეების მიერ. ამჟამად იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ჰოლივუდურ სტუდიას, 11 თემატური პარკისა და ორი აკვაპარკის, ასევე ტელე-რადიო მაუწყებლობის რამდენიმე ქსელის მფლობელს, რომელთა შორის ასევე არის კომპანია ეი ბი სი.




ვიმედოვნებ გამომივიდა თქვენს ბუნება-განწყობილებაზე ზრუნვა.

8
138
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
138
  
2013, 3 ოქტომბერი, 21:58
გაიხარე მანჩო, მიხარია თუ განწყობაზე ზრუნვა გამომივიდა ;)
2013, 3 ოქტომბერი, 21:57
ჩემი პატარა კი "მინის" გარეშე არსად არ მიდის :))
2013, 3 ოქტომბერი, 21:20
ბავშვობა გაგვახსენე, მადლობა, მეა:)
2013, 3 ოქტომბერი, 21:16
ვაიმეე, რა საყვარელი თემაა და სტატია:) მიკი ჩემი პატარების უსაყვარლესი პერსონაჟია (ალბათ ისევე, როგორც ბევრი პატარასი) და მეც ძალიან მიყვარს:)
2013, 3 ოქტომბერი, 20:46
მთავარია რომ გული არ ბერდება, არც ეხლა ხარ დიდი :*
2013, 3 ოქტომბერი, 20:32
ნამდვილად,ისე ძალიან მომინდა ვიყო პატარა და მოვირბინო ეგ პარკი ფეხით,მინდა პატარა ვიტყო :(
2013, 3 ოქტომბერი, 20:30
საინტერესოა
0 1 8