სასმელები ყავა Justus von Liebig-ის რეცეპტით 2013, 3 ოქტომბერი, 9:25 Justus von Liebig (Justus Freiherr von Liebig (12/05/1803 – 18/04/1873)) გერმანელი მიწათმოქმედი და ბიოინჟინერი გახლდათ. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ყავის მისეული რეცეპტი.
ჩემ მიერ შემოთავაზებული ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია 4 პორციის მოსამზადებლად.
ინგრედიენტები: წყალი - 4 ფინჯანი ყავა - 60 გ. შაქარი - გემოვნებით მომზადება: მომზადებისას აუცილებელია ნახევარი ფინჯანი წყალი აადუღოთ, შემდეგ დაასხათ ყავას და ადუღოთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ დაუმატეთ ფინჯნის მეორე ნახევარი მდუღარე წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 1 წუთი. ამის შემდეგ ყავა ჩაასხით ფინჯნებში (რეკომენდირებულია დიდი ყავის ჭიქები) და... გემრიელად მიირთვით 52 9-ს მოსწონს
|