x
image
ბესო დანელია
ოცნება საქართველოს ნაკრებზე

image

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მევლუდ მელაძის ინტერვიუს.
ჟურნალისტი: ამ ავტოდრომის გახსნას ქართული ავტოსპორტის სამყარო დიდხანს ელოდა, გამართლდა თქვენი მოლოდინი?
მევლუდ მელაძე: ავტოდრომის რეკონსტრუქციის პერიოდში იყო ბევრი პესიმისტური აზრი, რომ "ჩვეულებრივ მოკვდავებს" ნაკლებად ექნებოდათ ავტოდრომზე სიამოვნების მიღების საშუალება. მე ვიყავი ერთ-ერთი იმ ოპტიმისტთაგანი, რომელიც ამბობდა, რომ განახლებულ ავტოდრომი ღია იქნებოდა ნებისმიერი მსურველისთვის ნებისმიერიავტომობილით. საბედნიეროდ, პესიმისტების პროგნოზი არ გამართლდა.
- ჩამოთვალეთ პლუსები, რაც ამ ტრეკმა ქართულ ავტოსპორტს მოუტანა?
- ასეთი ავტოდრომის არსებობა ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარებისთვის მეტად მნივნელოვანია. ეს ერთგვარი ნავსაყუდელია, როგორც პროფესიონალი სპორტსმენისთვის, ასევე ყველა მოყვარულისთვის.
- ხშირად ისმის, რომ ახალი ტრეკის გახსნის შემდეგ, ავტოსპორტს გულშემატკივარი მოაკლდა...
- იყო პერიოდი როდესაც გარკვეული ვაკუუმი შეიქმნა. საბედნიეროდ, ვითარება უკეთესეობისკენ შეიცვალა. ჩავარდნის ძირითადი მიზეზი კი ის ოყო, რომ მაყურებელი დააფრთხო ავტოდრომის 22-მილიონიანმა ინვესტიციამ; ბევრმა ჩათვალა, რომ ტრეკი ფუფუნების ადგილად იქცა, სადაც მისი ადგილი აღარ იყო. თუმცა, ეს მითი იმსხვრევა - ავტოდრომის კარი ყველასთვის ღიაა.
- რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ, რომ ავტოსპორტი უფრო მასიური გახდეს და მეტი მაყურებელი მიიზიდოს?
- მას შემდეგ რაც ავტოდრომის ხელმძღვანელობა ჩავიბარე, ბევრი რამ შეიცვალა. ჩატარდა უამრავი ღონისძიება, მათ შორის სამოყვარულო შეჯიბერებები. საავტომობილო კლუბებთან აქტიურად ვმუშაობთ; ტარდება ტესტირებები ახალი, ნიჭიერი მრბოლელების გამოსავლენად. ეს ყველაფერი სტარტზე ბოლიდების რაოდენობის გაზრდას და შესაბამისად, მაყურებლის სიმრავლეს გამოიწვევს. კიდევ მრავალი მსგავსი ღონისძიებაა დაგეგმილი, რაც 2014 წლისთვის გარანტირებულად მოიტანს გულშემატკივრის დიდ ინტერესს.
- ახალი ჩემპიონატი დაიწყო, როგორ ჩაიარა პირველმა ტურებმა?
- სიმართლე გითხრათ, ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები ჩავენზეც აისახა, რაც სპონსორების დაკარგვაში გამოიხტა. შესაბამისად, წლის დასაწყისში ავტომობილების რიცხვი შემცირდა და რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილმა ღონისძიებებმა არა თუ დაგვიბრუნა ძველი მდგომარეობა, არამედ ჩემპიონატის დონე კიდევ უფრო აამაღლა.
- რით განსხვავდება ახალი ჩემპიონატი წინა პირველობებისაგან, რაიმე სიახლე არ დაინერგა?
- წლევანდელ სეზონზე, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ყველაზე დემოკრატიულ კლასს - "მონო კლასს", რომლის რებრენდინგი მოვახდინეთ და touring light დავარქვით. ასევე, დაემატა ორ ლიტრამდე ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების კლასი, სახელწოდებით touring 2000. შევიძინეთ GT3 კლასის სპორტულად აღჭურვილი "ლამბორგინი".
- როდესაც ახალი ტრეკი გაიხსნა, ითქვა რომ მალე საქართველოში მაღალი დონის საერთაშორისო შეჯიბრებები ჩატარდებოდა, საუბარი იყო ფრომულა 3-ზე. ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში?
-მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო სერიებთან დიდი ხანია დასრულებულია, პროცესს საერთაშორისო საავტომობილო ფედარაციის მიტაცებული სტატუსი აფერხებს - ორაგანიზაცია, რომელმაც წინა ხელისუფლების პერიოდში ძალადობრივად მიითვისა საერთაშორისო საავტომობილო ფედარაციის ლიცენზია და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ სპორტულ ღონისძიებას არ ატარებს, არ თმობს მას.
აქამდეც შესაძლებელი იყო დიდი საერთაშორისო სერიის საქართველოში ჩამოტანა, მაგრამ სწორედ ამ მიზეზით ვერ ხერხდება. ვფიქრობ, წლის ბოლომდე სპორტის სამინისტროს და სპორტული საზოგადოების დახმარებით, ეს პრობლემა მოგვარდება და 2014 წელს საქართველოში ვიხილავთ დიდ საერთაშორისო რბოლას.
- თქვენი დაკვირვებით, ბოლო წლებში იზრდება ქართველ მრბოლელთა დონე და კლასი?
- ჩვენი სპორტსმენები გიგანტური ნაბიჯებით პროგრესირებენ. ამის ნათელი მაგალითია ევროპის თასის გათამაშებებში, დათა ქაჯაიას მიერ მოპოვებული ჩემპიონის ტიტული "ლეგენდის კლასში". საერთაშორისო შეჯიბრებებიდან საპრიზო ადგილის გარეშე არასოდეს დავბუნებულვართ.
- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს ქართულ ავტოსპორტს განვითარებისთვის სჭირდება?
- აუცილებელია კანონში ცვლილებების შეტანა, რომ სპონსორებს ჰქონდეთ არა მხოლოდ ავტოსპორტის, არამედ ზოგადად სპორტის და კულტურის სხვადასხვა სფეროების დაფინასების ინტერესი.
- დიდი ხანია მევლუდ მელაძის გარეშე ქართული ავტოსპორტი წარმოუდგენელია. რას გეგმავთ სამომავლოდ, რა მიზნები გაქვთ დასახული?
- მიუხედავად იმისა, რომ საორგანიზაციო კუთხით ბევრი საქმე მაქვს, ინტესიურად ვვარჯიშობ და თვითონ ვიღებ მონაწილეობას ექსტრემალური მართვის სკოლის წვრთნებში, როგორც რიგითი ინსტრუქტორი, რაც ფორმაში ყოფნის საშუალებას მაძლევს. გამოვდივარ სხვადასხვა კლასის, როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო ტიპის შეჯიბრებებში. თუ ჩემი მთავარი ოცნება ახდა და საქრთველოს ნაკრები შეიქმნა, დიდი სიამოვნებით ვიქნები ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი და დავიცავ ქვეყნის ღირსებას დიდ საერთაშორისო რბოლებში.

მევლუდ მელაძე

მევლუდ მელაძე

1
39
8-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
39
  
2013, 2 ოქტომბერი, 20:03
ტანად პატარა, მაგრამ დიდი გულის ქართველია მევლუდი. ძალიან საინტერესო სტატიაა.
0 1 1