თავის მოვლა იმუნიტეტის გასამაგრებელი 5 სასმელი 2013, 1 ოქტომბერი, 22:22 ახლოვდება ზამთარი, გრიპებისა და გაციების სეზონი. იმისათვის, რომ ძლიერი ორგანიზმით შევხვდეთ ზამთარს, საჭიროა კარგად მოვამზადოთ ორგანიზმი სიცივესთან შესაგუებლად. იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვა კი ჯობია შემოდგომით დავიწყოთ. გთავაზობთ იმუნიტეტის გასაძლიერებელ 5 ბუნებრივ საშულებას: 1.მცენარეული ნაკრების ნაყენი თაფლთან ერთად. ავიღოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ასკილის გამხმარი ნაყოფი, 1 სუფრის კოვზი მოცხარის ნაყოფი გამხმარი, 1 სუფრის კოვზი ჟოლო, დავასხათ 1 ლიტრი ადუღებული წყალი, დავახუროთ თავი და გავაჩეროთ 15 წუთი. შემდეგ გადავწუროთ და ნაყენი მივიღოთ დღეში სამჯერ ჭამის წინ ნახევარი ჩაის ჭიქა. 2.სასმელი "ციმბირული ჯანმრთელობა". ავიღოთ ნახევარი კილოგრამი გამხმარი მოცვი, 1 ჭიქა ნიგოზი და 3 ცალი მწვანე ვაშლი კანიანად დაჭრილი პატარა კუბიკებად. დავამატოთ ნახევარი კგ შაქარი და ნახევარი ლიტრი წყალი. ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. ამის შემდეგ გადავიტანოთ ქილაში და მივიღოთ დღეში ორჯერ 1სუფრის კოვზი ჩაისთან ერთად. 3.თაფლის სასმელი ლიმონით. 1 ჩაის ჭიქა გადადუღებულ თბილ წყალში ჩავასხათ 25 გრამი თაფლი. დავამატოთ ნახევარი ლიმონის წვენი და მივიღოთ დილით. ეს სასმელი კარგია გაციების და შეუძლოდ ყოფნის დროს. 4.სასმელი "შემოდგომა". ავიღოთ გამხმარი ნაყოფი: მოცხარი(2 სუფრის კოვზი ), კურაგა(1 სუფრის კოვზი), მელისა(1 ჩაის კოვზი), ფურუსულას ფოთლები გამხმარი(1 ჩაის კოვზი).ნარევს დავასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და გავაჩეროთ რამოდენიმე საათი. შემდეგ გადავწუროთ და მივიღოთ 3-4 ჯერ დღეში. 5. წინა რეცეპტში მოცემულ ჩაის დავუმატოთ ექინაცეას ყვავილები. ექინაცეა-მცენარეული სამკურნალო საშუალებაა, ხშირად გამოიყენება გაციების და სურდოს სამკურნალოდ. 274 13-ს მოსწონს
|