x
image
მანჩო 777
ათი მავნე ჩვევა, რომელთა გამოც ჩვენ სწრაფად ვბერდებით
მიზეზები, რომელთა გამო ჩვენი ორგანიზმი ბერდება, გაცილებით მეტია, ვიდრე ის ათი, რომლებზეც დღეს საუბარი გვექნება. ალკოჰოლი, მოწევა, სტრესული სიტუაციები რომ ცუდად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე და დაბერების პროცესს აჩქარებს-ეს საყოველთაოდ მიღებული აქსიომაა, მაგრამ თურმე არსებობს ყოველდღიური წვრილმანები, რომლებიც არანაკლებ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის გარეგნობაზე. მინდა დღეს რამოდენიმე მათგანზე ვისაუბრო და დაგარწმუნოთ, რომ

თუ თქვენი ცხოვრების ამ ათ ასპექტს მაინც შეცვლით, ნახავთ, რომ ჯანმრთელობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ და თქვენი გარეგნობითაც მუდამ კმაყოფილი იქნებით.


image




1. თქვენ იშვიათად ამბობთ უარს ტკბილეულზე?


image

ტკბილეულის მოყვარულები არა მხოლოდ საკუთარ სხეულს უმატებენ ზედმეტ გრამებსა და კილოგრამებს, არამედ წლებსაც მატებენ თავიანთ სახეს. შაქრის მოლეკულები ჩვენი ორგანიზმის უჯრედებში არსებულ ცილის ბოჭკოებთან რეაქციაში შედის, ეს კი დამანგრეველი პროცესია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სახის ჯანსაღი ფერის შეცვლა, თვალების გარშემო შავი წრეების გაჩენა, კანის მოდუნება, ღრმა ნაოჭები და ფორების გაფართოებაც კი. გინდათ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა?- უარი თქვით დესერტზე.


2. დღე-ღამეში ხუთ საათზე ნაკლები გძინავთ?


image

სრულფასოვან ძილზე უარის თქმას მივყავართ თვალების ირგვლივ შავ წრეებსა და დაკიდებულ უპეებამდე, ეგრეთწოდებულ ტომრებამდე. უძილობა კი საერთოდ სიცოცხლის ხანგრძლივობას ამოკლებს. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი 7-საათიანი ძილია. ამიტომ სჯობს ადრე დაწვეთ, რომ გამოძინება მოასწროთ. ძილის უკმარისობა ფიტავს ორგანიზმს, აფერხებს ადამიანის აზროვნებას და ხელს უწყობს ჭარბწონიანობას.


3. დიდ დროს ატარებთ ტელევიზორთან?


image

ერთია საყვარელი სერიალის მოკლემეტრაჟიან სერიას უყუროთ და სულ სხვაა უამრავი დრო გაატაროთ ტელევიზორის ეკრანთან, თითქოს მიწებებული ხართ მასზე. კვლევების თანახმად, ტელევიზორთან გატარებული ყოველი საათი 22 წუთით ამოკლებს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას. ადამიანები, რომლებიც დღე-ღამეში ხუთ საათს ატარებენ ტელევიზორთან, ხუთი წლით უფრო ცოტა ხანს ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ უყურებს მას. როცა 30 წუთი გაუნძრევლად ზიხართ, ორგანიზმი იწყებს შაქრის დაგროვებას, რაც წონაში მომატების საწინდარია.


4. თქვენ მთელ დღეს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებთ?


image

ცხოვრების მჯდომარე წესის უარყოფითი მხარეები თითქმის ყველასათვისაა ცნობილი: ადამიანებს, რომლებიც მთელ დროს სკამზე დამჯდარი ატარებენ, ემუქრებათ თირკმელების დაავადება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლა და რაღა თქმა უნდა, სიმსუქნე. რეგულარულ ვარჯიშს შეუძლია თავიდან აგაცილოთ ეს უსიამოვნებები.


5. არ იყენებთ მზისგან დამცავ საშუალებებს?


image

ჩვენ ყოველდღიურად უამრავ დროს ვატარებთ ქუჩაში, საადც ჩვენი კანი განიცდის მზის სხივების პირდაპირ მოქმედებას. ნაადრევი სიბერის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი- ულტრაიისფერი სხივებია, რომლებიც ატმოსფეროში არსებობს როგორც მზიან ამინდში, ასევე წვიმაშიც. აუცილებელია კანი დაიცვათ მზის სხივების მოქმედებისაგან ყოველდღე, როცა კი ქუჩაში გიწევთ გამოსვლა. გამოიყენეთ დამცავი კრემები SPF სერიიდან!


6. ძალიან ბევრ მაკიაჟს ხომ არ იყენებთ?


image


მაკიაჟის მტრულად გამოყენება საგრძნობლად გვაბერებს, მით უმეტეს, ისეთი კრემებისა, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ცხიმებს. ეს ცხიმები ახშობს კანის ფორებს და არ აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას, ხოლო სპირტზე და არომატიზატორებზე დამზადებული კოსმეტიკა კი კანს აშრობს და ხელს უწყობს ნაადრევი ნაოჭების გაჩენას.


7. გავიწყდებათ ქუთუთოების კრემის გამოყენება?


image

სახის ყოველდღიური მოვლა აუცილებლად უნდა შეიცავდეს თვალების გარშემო კრემის გამოყენებას. თვალების ირგვლივ კანი გაცილებით თხელია, ვიდრე სახის დანარჩენ ნაწილზე, ამიტომ სწორედ აქ ჩნდება პირველად ასაკის მაუწყებელი ნაოჭები. თუ თქვენ ქუთუთოების კრემს რეგულარულად გამოიყენებთ, აუცილებლად მოიშორებთ სახიდან რამოდენიმე ზედმეტ წელიწადს.


8. თქვენ სახით ბალიშისკენ გძინავთ?


image


მუცელზე დაწოლილი ან ბალიშში თავჩამხობილი ძილი ძალიან ბევრს უყვარს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ პოზაში ძილი ნაოჭების გაჩენას იწვევს. სახის კანზე არსებული შემაერთებელი ქსოვილები და კოლაგენი დროთა განმავლობაში სუსტდება და კანი იოლად დეფორმირდება. როცა სახით ბალიშისკენ გძინავთ, კანს არ აძლევთ ბუნებრივი გზით გასწორების საშუალებას და ამით ხელს უწყობთ ნაოჭების გაჩენას.


9. ზედმეტად ხომ არ ცხელა თქვენს ბინაში?


image

როცა ქუჩაში სიცივეა და თოვს, ერთი სული გაქვთ, როდის შეხვალთ თქვენს თბილ ბინაში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზედმეტი სითბო სრულებითაც არაა სასარგებლო თქვენი კანისათვის. სხვადასხვა სახის გამათბობლები იწვევენ ბინაში ჰაერის გამოშრობას, რაც თავის მხრივ, კანის სიმშრალეს და ანთებით პროცესებს იწვევს. ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ სახის დამატენიანებელი კრემები და ნიღბები. არ დაგავიწყდეთ გათბობის ბატარეაზე სველი პირსახოცის დაკიდება ან ოთახში წყლით სავსე ჭურჭლის დადგმა, რომ იქედან წყლის აორთქლება მოხდეს და ჰაერის ტენიანობა დარეგულირდეს.



10. ყოველგვარი ცხიმი გამორიცხეთ თქვენი რაციონიდან?


image

ბევრი ქალი დიეტის დაცვისას რაციონიდან რიცხავს ყოველგვარ ცხიმს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი სახის ცხიმი აუცილებელია თქვენი კანისათვის. განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი თევზი, ნიგოზი, ნუში, სელის ზეთი.. ეს პროდუქტები შეიცავენ უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ კანის ელასტიურობას და აფერხებენ ნაოჭების გაჩენას. აუცილებლად ჩართეთ თქვენს მენიუში თევზეული კვირაში ორ დღეს მაინც.


და ბოლოს, ყველას მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და მარადიული ახალგაზრდობა!

0
325
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0