x
image
მანჩო 777
რვა ყველაზე კურიოზული შემთხვევა "Emmy "-ის გადაცემის ცერემონიებზე
ამ ცოტა ხნის წინათ გაიმართა მუსიკალური პრემიის Emmy-ის გადაცემის 65-ე საზეიმო ცერემონია. ამ მოვლენას მოუთმენლად ელიან არამარტო კონკურსანტები, არამედ მუსიკისა და სახალისო შოუების მოყვარულები, რადგან ცერემონიის ორგანიზატორები ზრუნავენ, რათა გვიჩვენონ ყოველთვის ახლებური, საინტერესო, სახალისო და პიკანტურიც კი. გავიხსენოთ რამოდენიმე კურიოზული შემთხვევა, რომლებიც მოხდა Emmy-ის საზეიმო ცერემონიების დროს გასულ წლებში:

1. ჰაიდი კლუმი ტანსაცმლის გარეშე.image

Emmy-ის მე-60 ცერემონიის დროს მაყურებლები შოკირებულები იყვნენ, როცა სცენაზე ჰაიდი კლუმი გამოჩნდა და შოუს წამყვანები მას მივარდნენ და ტანსაცმლის გახდა დაუწყეს. თავიდან მოდელი მკაცრ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, ბოლოს კი თითქმის დედიშობილა დარჩა და ასეთ ფორმაში გამოაცხადა ნომინაციაში გამარჯვებული.

2.გამორთული მიკროფონი.


image
2002 წელს Emmy-ის გამარჯვებული სხვებთან ერთად გახდა სეტ მაკფარლეინი. როდესაც მან დაიწყო ტრადიციული სამადლობელი სიტყვის წარმოთქმა, მიკროფონი მოულოდნელად გამოირთო. სიტუაცია გამოასწორა წამყვანმა, რომელმაც ხუმრობით მიმართა დაბნეულ გამარჯვებულს:"აი რა ხდება, როცა თქვენ რეპეტიციაზე არ მოდიხართ"

3.სცენაზე გული შეუწუხდა.

image
Emmy-ის გადაცემის 64-ე ცერემონიაზე კომიკოსი ტრეისი მორგანი მოულოდნელად წაიქცა სცენაზე, თან ეს ისე ბუნებრივად გააკეთა, რომ მაყურებელს ეგონა გული წაუვიდაო. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, მაგრამ ამ ნომერმა შოუ ძალიან პოპულარული გახადა.

4.ვარდისფერი სითხე.

image
Emmy-ის გადაცემის 63-ე ცერემონია კურიოზით დაიწყო:ცერემონიის დიასახლისმა მსახიობმა ჯეინ ლინჩმა თანაწამყვან ჯიმი ფელონს სახეში ვარდისფერი სითხე შეასხა. თავის მხრივ, ისიც არ დარჩა ვალში და ქალს მკერდზე სტაცა ხელი. სავადაუდოდ, ამ ნომრით ცერემონიის ორგანიზატორებმა აამ აღლეს შოუს რეიტინგი.

5. ქვედა თეთრეული.

image
Emmy-ის ტრადიციული ფოტოგადაღების დროს მსახიობი ალექსანდრა ბრეკენრიჯი ჩავარდა უხერხულ სიტუაციაში:

გრძელი ჩაჭრილი კაბიდან მას არამარტო ფეხები, არამედ ქვედა საცვალიც გამოუჩნდა.

6.კაბა გაეხა.

image
მშვენიერი მსახიობი ქალი სოფია ვერგარა, რომელიც მივიდა 2012 წლის Emmy-ის ცერემონიაზე ქალთევზას სტილის კაბაში, ჩავარდა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში: მისმა ვიწრო კაბამ ვერ გაუძლო მღელვარებას და გაიხა საკმაოდ პიკანტურ ადგილზე უკანა მხარეს. ეს მოხდა წუთების წინ მის სცენაზე გასვლამდე. პანიკაში ჩავარდნილ მსახიობს დახმარება სტილისტებმა აღმოუჩინეს, რომლებმაც პირდაპირ ტანზე შემოაკერეს კაბა.

7.პიჟამოში გამოწყობილი წამყვანი.

image
64-ე ცერემონიის წამყვანისაგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, რადგან ეს იყო ეპიტაჟური კომიკოსი ჯიმი კიმელი. მანაც მოლოდინი არ გაუწბილა მაყურებლებს: შოუ პიჟამოში გამოწყობილმა წაიყვანა.

8.ძალიან ძვირფასი მანიკური.

image
Emmy-ის გადაცემის 64-ე ცერემონიალზე მომღერალი კელი ოსბორნი მაყურებლის წინაშე წარსდგა ალმასის მანიკურით. ის ამაყად ახდენდა თავისი ალმასებით დაფარული თითების დემონსტრირებას. გამოაცხადა კიდეც, რომ ეს ფუფუნება 250 000 დოლარი დაუჯდა.

თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მორიგი ხუმრობა იყო, მომღერალი ბოლოსდაბოლოს გამოტყდა, რომ ეს იყო ჩვეუელებრივი ლაქი ჰაერის ბურთულებით და ბრჭყვიალა ნაწილაკებით. ასე ამოიხსნა 250 000 დოლარიანი მანიკურის საიდუმლო.

11
268
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
268
  
2013, 2 ოქტომბერი, 11:20
ალბათ არაა:):):):):)
2013, 2 ოქტომბერი, 11:16
ნეტავ არ შერცხვა?:D
2013, 2 ოქტომბერი, 11:15
პიჟამო მაგარი იყო;:):):)
2013, 2 ოქტომბერი, 8:27
დიდი მადლობა, ჩემო კარგო:)
2013, 2 ოქტომბერი, 1:12
Bevri komplimentti shen chemgan
2013, 1 ოქტომბერი, 21:50
აბა! მაგათი პროფესიის ნაწილიც ხო ეგაა.
2013, 1 ოქტომბერი, 21:42
რა უკომპლექსოები არიან, არა?
2013, 1 ოქტომბერი, 21:31
პიჟამოიანი წამყვანი განსაკუთრებით მომეწონა:)
2013, 1 ოქტომბერი, 20:58
მაგრამ მაინც საყვარლები:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10