x
image
ვიზა კოხაძე
ლიონელ მესის ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდა და მალე დაბრუნდება

imageმოგეხსენებათ, "ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ "ბარსა" - " ალმერიას" შეხვედრაში ტრამვა მიიღო და რამდენიმე მატჩს გამოტოვებს.სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივრებს ბომბარდირმა მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გუნდს მალე შეუერთდება: - " მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას გიხდით ყველას. ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდა და ძალიან მალე თანაგუნდელებს შევუერთდები. ვწუხვარ, რომ ვერც " ბარსას" და ვერც ჩემს ნაკრებს შევუერთდები.წარმატებას ვუსურვებ მათ და გამარჯვების მოლოდინში ვარ"- განაცხადა არგენტინელმა.

დღეს კი როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ "ბარსა" - " სელტიკის" შეხვედრა იმართება, სადაც ბომბარდირი ვერ ითამაშებს და ეს ნამდვილად დიდი დანაკლისი იქნება გუნდისთვის.

image
imageამის შესახებ დღეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე კატალონიური " ბარსელონას" მწვრთნელმა ტატა მარტინომ ისაუბრა: - " მესის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ არაჩვეულებრივი შემადგენლობა გვყავს და იმედია დავალებას თავს გავართმევთ".მარტინომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვეგუნდის მზადყოფნაზე და განაცხადა: - " თუ არ გაგვიმართლა და დავმარცხდით, ამას მესის არყოფნას ნუ დავაბრალებთ. გუნდი მზადაა და თუ უშეცდომოდ ვითამაშებთ, აუცილებლად მოვიგებთ.ბუნებრივია, გულშემატკივარი ყოველთვის მეტს ითხოვს. ასე, რომ "ბარსელონაც ვალდებულია ყველაფერი მოიგოს და არაფერი დათმოს".image

1
35
11-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
35
  
2013, 21 ოქტომბერი, 13:13
მესის ტრავმა არც ჰქონია უბრალოდ გამოიგონეს,რომ სანაკრებო ბატალიებზე არ წაეყვანათ.
0 1 1