მოგეხსენებათ, "ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ "ბარსა" - " ალმერიას" შეხვედრაში ტრამვა მიიღო და რამდენიმე მატჩს გამოტოვებს.სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივრებს ბომბარდირმა მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გუნდს მალე შეუერთდება: - " მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას გიხდით ყველას. ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდა და ძალიან მალე თანაგუნდელებს შევუერთდები. ვწუხვარ, რომ ვერც " ბარსას" და ვერც ჩემს ნაკრებს შევუერთდები.წარმატებას ვუსურვებ მათ და გამარჯვების მოლოდინში ვარ"- განაცხადა არგენტინელმა.
დღეს კი როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ "ბარსა" - " სელტიკის" შეხვედრა იმართება, სადაც ბომბარდირი ვერ ითამაშებს და ეს ნამდვილად დიდი დანაკლისი იქნება გუნდისთვის.
![ლიონელ მესის ტრამვა სერიოზული არ
აღმოჩნდა და მალე დაბრუნდება image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201310/2013100115341430087.jpg)
ამის შესახებ დღეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე კატალონიური " ბარსელონას" მწვრთნელმა ტატა მარტინომ ისაუბრა: - " მესის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ არაჩვეულებრივი შემადგენლობა გვყავს და იმედია დავალებას თავს გავართმევთ".მარტინომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვეგუნდის მზადყოფნაზე და განაცხადა: - " თუ არ გაგვიმართლა და დავმარცხდით, ამას მესის არყოფნას ნუ დავაბრალებთ. გუნდი მზადაა და თუ უშეცდომოდ ვითამაშებთ, აუცილებლად მოვიგებთ.ბუნებრივია, გულშემატკივარი ყოველთვის მეტს ითხოვს. ასე, რომ "ბარსელონაც ვალდებულია ყველაფერი მოიგოს და არაფერი დათმოს".![ლიონელ მესის ტრამვა სერიოზული არ
აღმოჩნდა და მალე დაბრუნდება image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201310/2013100115290430087.jpg)