ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მფლობელმა “შსს აკადემიამ”, ფორვარდ აკაკი ლომოურს ( 17.01.91, 198სმ, 91კგ) ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ლომოურს, “შსს აკადემიასთან” მოქმედი, ორწლიანი კონტრაქტი 2012-13 წლების საკალათბურთო სეზონის დამთავრების შემდეგ დაუმთავრდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ “შსს აკადემიას” მომავალი, 2013-14 წლების სეზონისთვის აქცენტი ახალგაზრდა კალათბურთელებზე აქვს გაკეთებული, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისა და თასის შენარჩუნება გაუჭირდება.
როლანდ ლაბუჩიძე
www.worldsport.ge