x
image
გიგა ბერიანიძე
ოსამა ბინ ლადენის ცხოვრება

image2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელს მიაგნეს და „ალ ყაიდის“ დამაარსებელი და მეთაური მოკლეს. ოსამა ბინ ლადენი 1957 წელს დაიბადა საუდის არაბეთში, რიადში, შეძლებულ ოჯახში. მშობლები მისი გაჩენის შემდეგ ერთმანეთს დაშორდენენ. მამა, მუჰამადი, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მას 50 და-ძმა ჰყავდა. ოსამა საერო „ალ თაგარის“ სკოლაში დადიოდა, მერე კი, პირველი ქორწინების შემდეგ, მეფა აბდულაზიზის უნივერსიტეტში ეკონომიკას და ბიზნესის მართვას სწავლობდა. 1979 წელს ბინ ლადენი შეუკავშირდა პალესტინელ სუნიტ ისლამის სწავლულს აბულა აზამს ავღანეთში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად და პაკისტანში, ფეშავარში გადასახლდა. 1984 წლისთვის აზამმა და ბინ ლადენმა შექმნეს გაერთიანება „აკბათ ალ ხადამატი“, რომელიც ავღანეთის ომისთვის სახსრებს, იარაღს და ხალხს აგროვებდა მთელ მსოფლიოში. 1988 წელს ის გამოეყო „აკბათ ალ ხადამატის“ და „ალ ყაიდა“ დააფუძნა. როცა ერაყის პრეზიდენტი, სადამ ჰუსეინი, კუვეიტში შეიჭრა 1990 წელს და საფრთხე შეუქმნა საუდის არაბეთს, ოსამა ბინ ლადენმა დახმარება შესთავაზა რიადს, რაზეც უარი მიიღო. როცა აშშ ჩაერთო კუვეიტისა და ერაყის დაპირისპირებაში, ოსამა ბინ ლადენმა საჯაროდ დაგმო აშშ-ის არმიაზე საუდის არაბეთის დამოკიდებულება და ამერიკის ჯარის მის ტერიტორიაზე განთავსება. მალევე ოსამა ბინ ლადენმა მთელი ყურადღება გადაიტანა ტერორისტული აქტების მოწყობაზე დასავლეთისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ. მის სახელს უკავშირდება ნიუ- იორკში რაბინ მარტინ დავიდ კაჰანეზე, შემდეგ, 1992 წელს, ადენში სასტუმრო „გოლდ მიჰორზე“ თავდასხმა, ასევე წარუმატებელი მცდელობა ტერაქტისა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრზე 1993 წელს. იმის გამო, რომ ის საჯაროდ გმობდა საუდის არაბეთში აშშ-ის ჯარის ყოფნას, საუდის არაბეთის მმართველებმა ის ქვეყნიდან გააძევეს. 1992 წლიდან ბინ ლადენი სუდანში დასახლდა, სადაც განავითარა „ალ ყაიდა“, როგორც ტერორისტული ქსელი. მაგრამ აშშ-ის, ეგვიპტის, იმავე საუდის არაბეთის მოთხოვნით, სუდანიდანაც გააძევეს, რის შემდეგაც ის ავღანეთში თალიბებს დაუკავშირდა.
.ავღანეთში „თალიბანის“ რეჟიმის სტუმრობის დროს მოხდა სისხლიანი თავდასხმა ეგვიპტეში, ლუქსორში, რასაც 62 ადამიანი ემსხვერპლა. ავღანეთში ის შეუკავშირდა „თალიბანის“ ლიდერს, მოლა მუჰამად ომარს, და ისლამის მკაცრი ვერსიის გაბატონებას უწყობდა ხელს კვლავაც სახსრებისა და კადრების შეგროვებით. სამაგიეროდ, „თალიბანი“ მას საშუალებას აძლევდა ემოქმედებინა ტერორისტების მოსამზადებელი ბანაკი ტარნაკში, ყანდაარის სამხრეთში. ოსამა ბინ ლადენს ბრალდება 90-იანი წლების ბოლოს თავდასხმები კენიასა და ტანზანიაში, აშშ-ის საელჩოზე, რამაც 224 ადამიანი შეიწირა - მათ შორის უმეტესობა აფრიკელები და მაჰმადიანები იყვნენ. „ალ ყაიდამ“ იკისრა პასუხისმგებლობა 2000 წელს აშშ-ის სამხედრო საზღვაო ხომალდ „კოულზე“ თავდასხმისთვის, როცა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. 2004 წელს, თავდაპირველი უარყოფის შემდეგ, ბინ ლადენმა იკისრა პასუხისმგებლობა 11 სექტემბრის იმ თავდასხმებისთვის, როცა ტერორისტებმა სამგზავრო თვითმფრინავები მიმართეს ნიუ- იორკში ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის შენობებისკენ. ამ თავდასხმას 3000 ადამიანი ემსხვერპლა. ბინ ლადენი ყოველთვის ოსტატურად ახერხებდა მიმალული ყოფილიყო და კვალი არ დაეტოვებინა, მიუხედავად ხმებისა, რომ თირკმელები აწუხებდა. 11 სექტემბრით ოსამა ბინ ლადენმა მიაღწია თავისი ცხოვრების მიზანს, წაექეზებინა მაჰმადიანი შეიარაღებული პირები და გაეღრმავებინა დაძაბულობა მსოფლიოში მაჰმადიანებსა და არამაჰმადიანებს შორის. აშშ-მ ოსამა ბინ ლადენის თავისთვის დააწესა 25 მილიონიანი ჯილდო. ბინ ლადენი მოკვდა, მაგრამ „ალ ყაიდა“ მასთან ერთად არ მომკვდარა. ის, საფიქრებელია, გააგრძელებს „წმინდა ომს“.

0
167
2-ს მოსწონს
ავტორი:გიგა ბერიანიძე
გიგა ბერიანიძე
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0