კალათბურთი
“ბათუმი-რსუ” მესამე ლეგიონერს, ჯუნიორ-კარლაილ კადუგანს ელოდება
2013, 28 სექტემბერი, 20:43
“ბათუმი-რსუ”კიდევ ერთ ამერიკელ ლეგიონერს, ამპლუით გამთამაშებელ ჯუნიორ-კარლაილ კადუგანს ელოდება, რომელიც ზღვისპირელებს მიმდინარე წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში შეუერთდება. მის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუ”-ს გუნდის უფროსმა კახა დევიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ “ბათუმი-რსუმ”კადუგანის ორ თანამემამულეს, ჯერემი-ჯეიმს სეფოლდსა ( 2-3 ნომერი) და ფორვარდ-ცენტრს, ჯეიმი-დერელი ჯეკსონს კონტრაქტები უკვე გაუფორმა და ისინი “ბათუმი-რსუში” 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე დარჩებიან.
სუპერლიგის მონაწილე გუნდებიდან, ”ბათუმი-რსუ” ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველაზე მეტი, სამი ლეგიონერი აიყვანა უკვე.
როლანდ ლაბუჩიძე
www.worldsport.ge