x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135755
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510140
რა გვჭირს ადამიანებს
"ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, ის თქვენი მსახური იყოს. ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა"–გვასწავლის წმიდა სახარება.

მოწყალე ღმერთმა ყოველი ადამიანი თავისებურად მშვენიერი შექმნა, მაგრამ შურით დაბრმავებული ადამიანი ვერ ამჩნევს თავის თავში ღმერთის წყალობას, სხვისი სიკარგე კი მოსვენებას უკარგავს, ცდილობს როგორმე ავნოს, რომ დაიკმაყოფილოს ბოროტი სურვილი. "არა არს ბრძოლაი ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ...სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე"–ამბობს პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში. ყოველი ბოროტების საწყისი არიან ცისქვეშეთის ბოროტი სულები, რომლებიც ბოროტების გამო განიდევნენ ზეციდან. ადამიანმა უნდა გამოიყენოს ღმრთისაგან ბოძებული უდიდესი სიმდიდრე–ნება თავისუფალი და არ აყვეს ბოროტის შთაგონებებს, მაგრამ ხშირად ასე არ ხდება და იწყება შურით და ამპარტავნებით შეპყრობილ ადამიანთა მტრობა, რომელიც ზოგჯერ ფიზიკურ განადგურებამდეც მიდის.ყველაზე საშინელი ბოროტება კი არის სულის მკვლელობა, ზნეობრივი დაცემა.

როდესაც ერთ–ერთი ანგელოზი შურმა შეიპყრო და თავის შემოქმედზე უპირატესობა მოინდომა, ის გახდა დაცემული ანგელოზი და თავის მიმდევრებთან ერთად განეშორა სასუფევლის ნეტარებას. განა ღირდა პირველობა ამად?

რა არის ადამიანებს შორის პირველობისათვის ბრძოლის შედეგი?ერთ მხარეს–შებღალული ღმერთის ხატება ადამიანში და მეორე მხარეს–ცოდვებით დამძიმებული ადამიანთა სულები. მოგებული არ არის არცერთი მხარე!


გამოსავალი არის ცოდვების მონანიება, კეთილი საქმეების კეთება და მოწყალე ღმერთი ისეთივე მშვენიერს გაგვხდის, როგორადაც შეგვქმნა.

0
96
შეფასება არ არის
ავტორი:მალი.1960
მალი.1960
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0