სხვა 10 რჩევა ნეგატიური ფიქრების დასაძლევად 2013, 28 სექტემბერი, 3:28 ნეგატიური ფიქრები, ამძიმებს თქვენს შინაგან ენერგიას, განწყობას და დამოკიდებულებას გარესამყაროსადმი. ცოტაოდენ უსიამოვნო ფიქრსაც კი შეუძლია დღე არასასურველად წაიყვანოს. მაგრემ ასევე ცოტაოდენ პოზიტიურ ფიქრს ყველაფრის უკეთესობისკენ შემობრუნება შეუძლია. აქ არის 10 მაგალითი, რასაც შეუძლია პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენოთ: 1. მედიტაცია ან იოგა. მედიტაცია არის კარგი მოდუნების საშუალება, ამ დროს იშორებ უარყოფით ფიქრებს და კონცენტრირებას ახდენ სუნთქვაზე.იოგაც ასევე ძალიან კარგი განმტვირთველი საშუალებაა და აჯანსაღებს სხეულს. 2. ღიმილი. ყოველ დილით გაუღიმეთ საკუთარ თავს სარკეში. ეს ნამდვილად დაგეხმარებათ, შეიცვალოთ განწყობა და მოიხსნათ სტრესი. თავს გრძნობთ უფრო მსუბუქად. 3.შემოიკრიბეთ ირგვლივ პოზიტიური ადამიანები. დაურეკეთ მეგობრებს, რომლებიც იზრუნებენ შეგიქმნან კარგი განწყობა და დაგეხმარებიან უარყოფითის მოცილებაში. 4. შეცვალეთ ტონი თქვენი ფიქრების უარყოფითიდან დადებითისკენ. მაგალითად, როდესაც ვფიქრობთ, რომ ვემზადებით მოვერგოთ ცხოვრების მძიმე პირობებს. შევცვალოთ ფიქრით, რომ ვღებულობთ პატარა გამოწვევებს და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რითაც ვიქნებით კმაყოფილი. 5. არ ითამაშოთ მსხვერპლის როლი.თქვენ ქმნით თქვენს ცხოვრებას, აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა. როგორ ფიქრობთ და მოქმედებთ. მაშინაც კი, როდესაც თქვენი ვითარება აუტანელია. ყოველთვის არის გამოსავალი. თქვენ ყოველთვის გაქვთ არჩევანი, რათა ცვლილება მოახდინოთ. 6. დაეხმარეთ ვინმეს. გადაიტანეთ ყურადღება იმაზე, რომ გააკეთოთ რაღაც კარგი სხვა ადამიანისთვის. თავს იგრძნობთ კარგად, რომ ეხმარებით კიდევ ვიღაცას. 7.გახსოვდეთ, რომ არავინაა სრულყოფილი და მიეცით თავს უფლება იაროთ წინ. ეს უბრალოა, რომ გაჩერდეთ თქვენს შეცდომებზე. როცა თავს გრძნობთ საშინლად, რომ ეს რა გავაკეთე. ერთადერთი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ისაა, რომ ისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე და გააგრძელოთ მოძრაობა წინ. 8.იმღერეთ. მე არ ვიცი ტექსტი. ესაა მიზეზი, რომ არ ვიმღეროთ. მაგრამ როცა მღერით თავს გრძნობთ კარგად. აჩვენებთ თქვენს გრძნობებს და ეს საოცრად გხსნით სტრესს. 9.დაასახელეთ ხუთი რამ, რისთვისაც მადლობელი ხართ სწორედ ახლა. მადლიერება დაგეხმახებათ დააფასოთ, რაც გაქვთ ახლა. მაგალითად: ჯანმრთელობა, საყვარელი ადამიანები, სამსახური, საყვარელი ცხოველი და ა.შ... 10.წაიკითხეთ პოზიტიური სიტყვები. განათავსეთ ტოზიტიური სიტყვები და წინადადებები თქვენს კომპიუტერში, მაცივრის კარზე, სარკეზე და წაიკითხეთ ხშირად. გაგიზიარებთ ციტატებს უცნობი ავტორისა, რომელსაც იყენებდნენ მედიტაციის დროს: დააკვირდით თქვენს აზრებს, ისინი გახდებიან სიტყვები. დააკვირდით თქვენს სიტყვებს, ისინი გახდებიან ქმედებები. დააკვირდით თქვენს მოქმედებებს, ისინი გახდებიან ჩვევები. დააკვირდით თქვენს ჩვევებს, ისინი გახდებიან თქვენი ხასიათი. დააკვირდით თქვენს ხასიათს, ის ხდება თქვენი ბედი. ბედნიერი, პოზიტიური აზროვნება! 208 1-ს მოსწონს 1-ს არა
|