x
image
cxvedo
მსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზი
მსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზი


გუშინ ცნობილი გახდა ინოვაციური საკონცერტო დარბაზის შესახებ ინფორმაცია: იაპონიაში შეიქმნა მსოფლიოში პირველი გასაბერი, მობილური საკონცერტო დარბაზი. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში, კერძოდ
Matsushima-ში 2013 წლის 14 ოქტომბერს გაიხსნება მსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზი.


მსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზიმსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზიმსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზი

იგი დამზადებულია მსუბუქი იისფერი გარსისაგან, რომლის გაბერვაც, სულ რაღაც, 2 საათშია შესაძლებელი. ეს, მარტივად მოსაწყობი, მობილური საკონცერტო დარბაზი სიმაღლით 35 მეტრია და იგი 500-მდე მაყურებელზეა გათვლილი.



მსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზიმსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზიმსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზიმსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზი

იგი 1954 წელს დაბადებული ბრიტანელი არქიტექტორის, Anish Kapoor-ისა და 1931 წელს დაბადებული იაპონელი არქიტექტორის, ARATA Isozaki-ის შემოქმედებაა. მის აგებაზე კი იზურუნა კომპანია Ark Nova-მა. აღნიშნული საკონცერტო დარბაზის ფუნქცია მხოლოდ ინოვაციური ნაგებობა და კონცერტების გამართვა არაა, იგი შეიქმნა კუნძულის შუა ნაწილში, ჰონსიუში მიწისძვრებისა და ცუნამის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად.


მსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზი
მსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზი

მისი შემქმნელების განცხადებით, ეს საკონცერტო დარბაზი შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა ადგილას, რადგან ეს კონსტრუქცია ქვეყნის სხვადასხვა ადგილას გადაადგილებისათვის ზედგამოჭრილია. გასაბერ საკონცერტო დარბაზზე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ, თუმცა პირველი ოფიციალური ცნობები გუშინ, 26 სექტემბერს გამოქვეყნდა.








2
53
11-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
53
  
2013, 28 სექტემბერი, 8:59
რას არ მოიფიქრებენ:)) ისე პრაქტიკული იდეაა.
2013, 27 სექტემბერი, 21:38
იაპონელებისგან კიდევ რამეა გასაკვირი?:)
0 1 2