სტატია არის წინა სტატიის გაგრძელება მსურველთათვის. აქ შემოგთავაზებთ მსოფლიოს დარჩენილი ხუთი ყველაზე ლამაზი და სანახაობრივი ციხე-სიმაგრისა და სასახლის ფოტოებს, თან დავურთავ მცირეოდენ ისტორიას.
6) Hunyad Castle (სასახლე ტრანსილვანიაში, რუმინეთი. ამ სასახლეში მოხდა გრაფი დრაკულას დაპატიმრება)
Hunyad Castle მდებარეობს ტრანსილვანიაში (დღევანდელი რუმინეთი). ეს ტერიტორია 1541 წლამდე ეკუთვნოდა უნგრეთის სამეფოს, კერძოდ ტრანსილვანიის სამთავროს.
ითვლება, რომ ეს სასახლე ეკუთვნოდა Vlad III-ს Wallachia-დან (ყოფილი სამეფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში), რომელიც Vlad the Impaler-ის სახელითაა ცნობილი.
სასახლე ეკუთვნოდა Hunyadi-ების დინასტიას. მე-14 სუკუნეში კი გადაეცა John Hunyadi Serb-ს (უნგრეთის მეფე). სასახლე აღადგინა 1446-1453 წლებში მისმა შვილიშვილმა, John Hunyadi-მა.
სასახლე ნაშენებია გოთურ სტილში. იგი წარმოადგენდა ძლიერ თავდაცვით ციხე-სიმაგრეს.
7) Malbork Castle (გოთური სტილის ყველაზე დიდი აგურის სასახლე მთელს მსოფლიოში)
Malbork Castle აშენდა პრუსიაში, Teutonic Order-ის ბრძანებით და მას ეწოდა Marienburg, მაგრამ 1945 წლიდან (პოლონეთის შემადგენლობაში ყოფნის 173 წლის შემდეგ) მას Malbork-ის სასახლის სახელწოდებით იცნობენ.
სასახლე შუა საუკუნეების სასახლის კლასიკური მაგალითია. იგი გოთურ სტილში ნაშენები ყველაზე დიდი აგურის სასახლეა მთელ მსოფლიოში. იუნესკოს ძეგლთა დაცვის ფონდში ის 1997 წლის დეკემბრიდან ირიცხება.
8) Palacio da Pena (უძველესი სასახლე ევროპელი რომანტიკოსებისაგან)
Palacio da Pena მდებარეობს სან პედროში (პორტუგალია). ეს არის მე-19 საუკუნის ერთერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ძეგლი, რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის ფონდშია შეტანილი. იგი პორტუგალიის შვიდი საოცრებიდან ერთერთია.
9) Lowenburg Castle (მე-18 საუკუნის "დისნეილენდი")
Lowenburg Castle (ლომის ციხე) შუა საუკუნეების ერთერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ძეგლია გერმანიაში. მეცნიერები თვლიან, რომ ის გოთურ სტილში აგებული ერთერთი პირველი სასახლეა გერმანიის მთელ ტერიტორიაზე. იგი ცნობილია, როგორც "მე-18საუკუნის დისნეილენდი" (ატრაქციონების ცნობილი პარკი კალიფორნიის შტატში (აშშ)).
10) Prague Castle (ყველაზე დიდი ანტიკური ციხე-სიმაგრე მთელ მსოფლიოში)
Prague Castle მდებარეობს პრაღაში (ჩეხეთი). იგი წარმოადგენდა ჩეხი მეფეების საცხოვრებელ რეზიდენციას. Prague Castle არის ერთერთი ყველაზე დიდი სასახლე მსოფლიოში და შესაბამისად გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიცაა შეტანილი (570 მეტრი სიგრძის და 130 მეტრი სიგანის მქონე). ამავდროულად იგი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძველი სასახლეა.
იმედი მაქვს, კვლავ საინტერესო სიახლეებით გაგახარეთ . შეგისრულეთ დანაპირები და შემოგთავაზეთ სტატიის: "5 ულამაზესი ციხე-კოშკი და სასახლე’’ - მეორე ნაწილი და ჯამში მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და სანახაობრივი სასახლეების ათეული.