ფოტოგრაფია ჩაძინებული ციცქნა მოდელები 2013, 26 სექტემბერი, 23:24 ფოტოგრაფი ემი მარკესი ცნობილი გახდა ახალშობილი "ციცქნა" მოდელების ფოტოების სერიით. ამ ფოტოებს ორი რამ აერთიანებს: "მოდელი" აუცილებლად ახალშობილი უნდა იყოს და თავზე ნაქსოვი ქუდი უნდა ეხუროს. ემი მარკესის ამ სერიაში ყველაზე "ასაკოვანი" ფოტომოდელი 10 დღისაა, ხოლო ყველაზე პატარა კი სულ რაღაც 4 დღეა რაც მოევლინა ქვეყანას. ნამუშევრებს აერთიანებს ისიც, რომ მოდელი ფოტოზე ჩაძინებული ან ძილის პირას უნდა იყოს. ერთი ფოტოს გადაღებისთვის ფოტოგრაფს სულ ცოტა 3 საათი სჭირდება. აქედან ძირითადი დრო მიდის მოდელის რწევაზე, ჭამაზე და პამპერსების ცვლაზე. ფოტოსესიის დროს, ციცქნა მოდელები რომ არ გაცივდნენ, ემი გამათბობელს რთავს ან პატარებს ქვეშ სათბურიან ბალიშებს უდებს. უკვე ორ წელზე მეტია ემი მხოლოდ ახალშობილებთან მუშაობს. ამ ხნის მანძილზე მან ყველაზე ჭირვეულ ბაიებთან ურთიერთობაც ისწვალა. 60 4-ს მოსწონს
|