x
image
cxvedo
ტკბილი იტალიური ძეხვი
ეს გახლავთ ტკბილი, არომატული იტალიური ძეხვი. მოხარშულ ძეხვს იყენებენ სხვადასხვა კერძში, ასევე მსგავსად მომზადებულ ძეხვს წვავენ გრილზე.


Сладкие итальянские колбаски


ინგრედიენტები:


* ღორის ფარში - 1.5 კგ.


* წითელი ღვინის ძმარი - 3 სუფრის კოვზი

* მარილი - 1 სუფრის კოვზი

* უხეშად დაფქვილი შავი პილპილი - 1 სუფრის კოვზი

* ხმელი ოხრახუში - 1 სუფრის კოვზი

* ნივრის ფხვნილი - 1 სუფრის კოვზი

* ხახვის ფხვნილი - 1 სუფრის კოვზი

* ხმელი რეჰანი - 1 სუფრის კოვზი

* პაპრიკა - 2 ჩაის კოვზი

* დაფქვილი წითელი წიწაკა - 2 ჩაის კოვზი (შესაძლებელია გემოვნებით)

* დაფქვილი ცერეცოს თესლი - 3/4 ჩაის კოვზი

* ყავისფერი შაქარი - 1/4 ჩაის კოვზი

* ხმელი ორეგანო - 1/8 ჩაის კოვზი

* ხმელი ქონდარა - 1/8 ჩაის კოვზი


მომზადება:


ფარშს დავასხათ ღვინის ძმარი, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, ოხრახუში, ნივრისა და ხახვის ფხვნილი, რეჰანი, წითელი წიწაკა, პაპრიკა, ცერეცო, ყავისფერი შაქარი, ორეგანო და ქონდარა. ამის შემდეგ კარგად ამოვურიოთ, რათა კარგად გადანაწილდეს ხორცში სანელებლები. მიღებული მასა გავყოთ სამ ნაწილად და რაიმე პლასტიკურ ჭურჭელში (შესაძლებელია ჩვეულებრივი პარკი, ან კარგად გასუფთავებული საქონლის ნაწლავი) მოვათავსოთ მჭიდროდ და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ...


გემრიელად მიირთვით









0
89
12-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0