x
image
ვიზა კოხაძე
ფეხბურთელები, რომლებმაც სასტიკი დაავადება დაამარცხეს
imageჯერ კიდევ ორი წლის წინ

ესპანეთის "ბარსელონას" მცველმა ერკ აბიდალს ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს - მას კიბო აღმოაჩნდა. ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ დაავადებამ ისე იჩინა თავი, მას 2012 წლის აპრილში ღვიძლი გადაუნერგეს. ფეხბურთელი გაზაფხულზე შეეცადა, რომ სტადიონს დაბრუნებოდა, მაგრამ სისუსტე ჰქონდა და კატალონიელებმა აბიდალი, როგორც ერთ - ერთი ღირსეული ფეხბურთელი, ღირსეულად გააცილეს.ამჯამად ფეხბურთელმა ძალა მოიკრიბა და იგი მზადაა, კვლავ მოედანს დაუბრუნდეს.image

ინგლისელი ფორვარდი ჯეფ ჰორსფილდი კიბოს გაუმკლავდა."ბირმინგემის" თავდამსხმელი ზუსტად ერთი საათის გამოწერილი იყო საავადმყოფოდან, როდესაც ის გულშემატკივარმა გააჩერა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იკითხა. ფეხბურთელმა კი ამაყად უპასუხა, რომ ის "ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება".image

კარიერის დასრულების შემდეგ, უელსელი თავდამსხმელი ჯონ ჰარტსონი კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა შეიტყო, რომ კიბო აღმოაჩნდა.მკურნალობის შემდეგ ყოფილმა ფორვარდმა შეძლო რომ ფეხბურთს დაბრუნებოდა, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში - ის ერთ - ერთ კლუბში მწვრთნელად მუშაობს და რეგულარულად ჩანს ტელევიზიით.image


საინტერესოა დორტმუნდის "ბორუსიის" ფეხბურთელის ჰაიკო ჰერლიხის მდგომარეობა. იგი ტვინის სიმსივნით იყო დაავადებული. მან შეძლო განკურნება და მოედანსაც დაუბრუნდა, მაგრამ მისი კარიერა ვერადა ვერ აეწყო.image

სასტიკი დაავადება დაამარცხა ესპანელმა მეკარემ ხოსე ფრანჩისკო მოლინამ. მართალია, მან რამდენიმე სეზონი გამოტოვა, მაგრამ ისევ მოედანს დაუბრუნდა.

0
120
10-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0