x
image
მანჩო 777
კომპანია SAMSUNG მალე გამოუშვებს დრეკადდისპლეიანი GALAXY NOTE 3-ის შეზღუდულ რაოდენობას
image
კომპანია Samsung-ის წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაზეთი Asian Daily გვაცნობებს, რომ კომპანიის კორეის წარმოება უკვე მომავალ თვეში გეგმავს დრეკადდისპლეიანი GALAXY Note 3 Limited Edition-ის შეზღუდული რაოდენობის გამოშვებას.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გავრცელდა ცნობა, რომ კომპანიები Samsung და LG მზად იყვნენ დრეკადდისპლეიანი ტელეფონების სერიული წარმოებისათვის, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ აღნიშნულმა პროდუქტმა დღის შუქი იხილოს უახლოეს მომვალში.

აქვე შეგახსენებთ, რომ დრეკადი დისპლეის არსებობა სულაც არ გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელი იქნება აპარატის მოღუნვა ყველა მიმართულებით. ამისათვის საჭირო იქნება დრეკადი აკუმულატორები და მიკროსქემები. ამიტომაც 100%-ით დრეკადი ტელეფონების შექმნა ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ ალბათ არც ეს იქნება დაუჯერებელი რეალობა.

დრეკადი დისპლეი შესაძლებლობას იძლევა აპარატი ოდნავ მოიღუნოს, რათა ზარის განხორციელება და სხვადასხვა მანიპულაციების შესრულება უფრო მოსახერხებელი გახდეს. გარდა ამისა, ასეთი დისპლეის გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ კორეულმა კომპანიამ GALAXY S4-ის ანონსის შემდეგ წარადგინა მისი დაცული ვარიანტი GALAXY S4 Active, უნდა ვივარაუდოთ, რომ GALAXY Note 3 Limited Edition დაცული იქნება არამარტო მტვერის და წყლის ზემოქმედებისაგან, არამედ ფიზიკური და მექანიკური დაზიანებებისაგან. ეს იქნება უდაოდ საინტერესო პროდუქტი.


image

0
33
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0