სხვა მსოფლიოს გულთამპყრობელმა ალ პაჩინომ ახალი რომანი არგენტინელ მსახიობთან გააბა 2013, 24 სექტემბერი, 18:18 ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, მსოფლიოს ულამაზეს ქალბატონთა გულთამპყრობელი ალ პაჩინო მეორედ განიცდის ახალგაზრდობას. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა და ახალ სასიყვარულო ურთიერთობებზე ისაუბრა ამჟამად არგენტინელ მსახიობთან ლუსია სოლასთან. როგორც გაირკვა, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა საკმაოდ დიდია - თითქმის 40 წელი, მაგრამ წყვილის ბედნიერებას ეს განსხვავება სულაც არაა ხელის შემშლელი მათი ბედნიერებისთვის. 73 წლის ვარსკვლავი კვლავ ახალგაზრდული შემართებით აგრძელებს ქალთა გულების დაპყრობას."Эмми" - ის 65- ე სატელევიზიო პრემიაზე, რომელიც ორი დღის წინ ლოს - ანჟელესში ჩატარდა, ისინი ხელიხელ ჩაკიდებულნი ისე გამოიყურებოდნენ, როგორც მოზარდები. მათი თამამი ურთიერთობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ იქ დამსწრე საზოგადოებას და ამბობენ, რომ წყვილი სიყვარულს არც მალავს, პირიქით, ისინი სიყვარულის დემონსტრირებას ახდენდნენ დარბაზში. მაგრამ როგორც ჩანს, ამჟამად საქმე გაცილებით უფრო სერიოზულადაა, რასაც თვითმხილველები ვარსკვლავის ყავისფერი თმის ფერით ხსნიან.გარდა ამისა ცნობილია, რომ არგენტინელი მსახიობი ამაყობს ალ პაჩინოსთან ურთიერთობით და მასთან შვილების გაჩენაზეც კი ოცნებობს. 60 12-ს მოსწონს
|