სასარგებლო პროდუქტები ბუნებრივად შავი ქათამი სამკურნალო ღირებულებების ეტალონი. 2013, 23 სექტემბერი, 15:45 არ ვიცი გსმენიათ თუ არა ბუნებრივად შავ ქათამზე რაიმე, რომლის ჯიშები განსაკუთრებით აზიის ქვეყნებშია გავრცელებული, მაგრამ ყველაზე პოპულარულად შავ ქთმებში ითვლება ჩინური ქათამი სახელწოდებით "Silkie". ქათამს კანი, ძვლები და შინაგანი ორგანოებიც კი შავი აქვს.
ქათამი Silkie ლამაზი ფრინველია, გარედან დაფარული ფუმფულა, ხავერდოვანი ბუმბულით. დასავლურ ქვეყნებში ეს ქათამი ძირითადად დეკორატიული მიზნებისთვის გამოიყენება, თუმცა სამკურნალო ღირებულებებიც გააჩნია, რომელიც 8-ე საუკუნიდან იქნა აღმოჩენილი. ჩინელი ქალბატონები ხშირად მიირთმევენ ამ ქათამს მშობიარობის შემდეგ ბულიონის სახით, რათა დახარჯული ენერგია და იმუნიტეტი აინაზღაურონ და შეივსონ. ასევე განსაკუთრებით სასარგებლოდ მოქმედებს სისხლზე, კუჭის დაავადებებზე და ფილტვებზე. დიდი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ პეპტიდებსაც და კვლევებმა აჩვენა, რომ იგი უებარი საშუალებაა დიაბეტისა და აუტიზმის სამკურნალოდ. როგორც ამბობენ გემოთი ჩვეულებრივ ქათამს არაფრით ჩამოუვარდება, მაგრამ სამკურნალო ღირებულებები გაცილებით მეტი აქვს. იხილეთ "Silkie"-ს ფოტოები ცოცხალ და დაკლულ ვარიანტში: 561 16-ს მოსწონს
|