სასარგებლო პროდუქტები ბუნებრივად შავი ქათამი- სამკურნალო ღირებულებების ეტალონი 2018, 18 აპრილი, 11:50 იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში, ჩვენთვის წარმოუდგენელ რაღაცებს ჭამენ, ასევე, თუ გავიხსენებთ, რომ დღეს, ნატურალური თითქმის აღარაფერი დარჩა და გვაქვს ქიმიური- კომბოსტო, კვერცხი, ხორცი, ბრინჯი და ა.შ, წესით "შავი ქათამი" აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა, განსხვავებით წინა ჩამონათვალისგან, ის ბუნებრივადაა შავი და სამკურნალო ღირებულებების ეტალონს წარმოადგენს.
ალბათ, ბუნებრივად შავ ქათამზე, რომლის ჯიშები განსაკუთრებით აზიის ქვეყნებშია გავრცელებული, ბევრი არაფერი გსმენიათ. ყველაზე პოპულარულად შავ ქთმებში ითვლება ჩინური ჯიში- სახელწოდებით "Silkie". გაოცდებით და ქათამს- კანი, ძვლები და შინაგანი ორგანოებიც კი შავი აქვს. ქათამი Silkie ლამაზი ფრინველია, გარედან დაფარული ფუმფულა, ხავერდოვანი ბუმბულით. დასავლურ ქვეყნებში, "შავი ქათამი" ძირითადად დეკორატიული მიზნებისთვის გამოიყენება, თუმცა, სამკურნალო ღირებულებებიც გააჩნია, რომელიც მე-8 საუკუნიდან იქნა აღმოჩენილი. ჩინელი ქალბატონები ხშირად მიირთმევენ ამ ქათამს მშობიარობის შემდეგ, ბულიონის სახით, რათა დახარჯული ენერგია და იმუნიტეტი აიმაღლონ და ორგანიზმი ყველა საჭირო ვიტამინით შეივსონ. ასევე განსაკუთრებით სასარგებლოდ მოქმედებს სისხლზე, კუჭის დაავადებებზე და ფილტვებზე. დიდი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ პეპტიდებსაც და კვლევებმა აჩვენა, რომ იგი უებარი საშუალებაა დიაბეტისა და აუტიზმის სამკურნალოდ. როგორც ამბობენ, გემოთი ჩვეულებრივ ქათამს არაფრით ჩამოუვარდება, მაგრამ სამკურნალო ღირებულებები, მასზე, გაცილებით მეტი აქვს. 328 13-ს მოსწონს
|