x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135755
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510140
ნაზირ ახმად ხანაფი: სიკვდილით დაისაჯოს ყველა ვინც ისლამი უარყო და ქრისტიანობა მიიღო

ავღანეთში ქრისტიანთა რიცხვი მატულობსავღანეთის პარლამენტის დეპუტატმა, ნაზირ ახმად ხანაფიმ წინადადება შემოიტანა, რომ სიკვდილით დაისაჯოს ყველა ვინც ისლამი უარყო და ქრისტიანობა მიიღო, როგორც ითხოვს შარიათი. - გვაუწყებს InfoCatólica.
დეპუტატის აზრით ესეთი კანონი შეძლებს რომ შეწყდეს ქრისტანობის გავრცელება ავღანელ ხალხში. რადგან უმეტესობა ქრისტიანულ რწმენაზე გადადის.
„ეს შეურაცხყოფას აყენებს ისლამს და ყურანის თანახმად უნდა დაისაჯონ“ - განაცხადა პარლამენტარმა.
ნაზირ ახმად ხანაფის ამ შემოთავაზებამ გაიჟღერა მას შემდეგ, რაც ტელევიზიით გავიდა გადაცემა, რომელიც ეძღვნებოდა ავღანელ ხალხში ქრისტიანული რწმენის ზრდას.
უფრო ადრე პარლამენტის სხვა წევრმა განაცხადა, რომ ინდოეთში გაიხსნა ქრისტიანული ეკლესია ავღანელებისათვის. შეგახსენებთ რომ ინდოეთში ძალიან ბევრი ავღანელი ლტოლვილი ცხოვრობს, ვინც თალიბანის რეჯიმს გაექცა. ამ ეკლესიის წევრების უმეტეს ნაწილს, ქაბულიდან გაქცეული ავღანელები შეადგენენ.
ავღანელი ისლამური ლიდერები შეშფოთებას გამოხატავენ ქრისტიანობის ასეთი ზრდის საფუძველზე და ეს საშიშროებად მიაჩნიად სახელმწიფო უსაფრთხოებისათვისაც.
ამის გამო მათ წერილით მიმართეს ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ ქარზაის, რომ ავღანეთში მომრავლდა უცხო ქვეყნებიდან შემოსული ქრისტიან მომუშავეთა რიცხვი, რომლებიც აქტიურად ეწევიან ქრისტიანული ფასეულობების გავრცელებას მოსახლეობაში.






0
68
შეფასება არ არის
ავტორი:Jesus.Ge
Jesus.Ge
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0