x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135755
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510140
ტერორისტმა თვითმკვლელმა პაკისტანში კათოლიკურ ეკლესიაში თავი აიფეთქა

ტერორისტმა თვითმკვლელმა პაკისტანში კათოლიკურ ეკლესიაში თავი აიფეთქადღეს 11 საათზე პაკისტანში ქალაქ პეშავარეში ტერორისტებმა იერიში მიიტანეს კათოლიკურ ეკლესიაზე. დეტალებიდან ირკვევა, რომ აფეთქება ეკლესიის კარიბჭესთან მოხდა.
აფეთქების შედეგად 70 ადამიანი ადგილზევე დაიღუპა და 120 ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც.
დაზარალებულები გადაყვანილი იქნენ ჰოსპიტალში სადაც მათ უტარდებათ მკურნალობა.
თვითმხილველები იუწყებიან რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე სახლებს მინები ჩაუმსხვრია.
სამართალდამცავებმა უკვე დაადგინეს, რომ აფეთქება მოხდა ორი ტერორისტი თვითმკვლელის მიერ. მაგრამ გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ.
აფეთქება მოხდა ზუსტად მაშინ, როდესაც ეკლესიური მსახურება დამთავრდა და მრევლი ეკლესიიდან გამოდიოდა.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:Jesus.Ge
Jesus.Ge
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0