სხვა ტაილანდში ყველაზე სულისშემძვრელი სარეკლამო რგოლი გადაიღეს(ვიდეო) 2013, 23 სექტემბერი, 8:11 ტაილანდურმა კომპანია True Move H-მა გასულ კვირას YouTube -ზე გამოაქვეყნა 3 წუთიანი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელსაც უკვე 1 კვირის განმავლობაში რეკორდული რაოდენობა-10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.რეკლამის სიუჟეტი იმით იწყება, რომ პატარა ბიჭუნა ავადმყოფი დედისთვის აფთიაქიდან იპარავს წამალს, გამყიდველი ბიჭუნას დაიჭერს, თუმცა იქვე დახლზე მოვაჭრე მამაკაცი ბიჭს იხსნის, აფთიაქარს ფულს უხდის, ხოლო წამლებს ბიჭუნას უბრუნებს.....გადის 30 წელი. ის კეთილი დახლზე მოვაჭრე მამაკაცი რეამინაციაში აღმოჩნდება, მისი გადარჩენისთვის ნათესავებს უზარმაზარი თანხა აქვთ გადასახდელი, თუმცა მალე აღმოჩნდება, რომ თანხა ვიღაცამ გადაიხადა.......მისი მკურნალი ექიმი სწორედ ის პატარა ბიჭუნაა, რომელსაც მოვაჭრე 30 წლის წინ დაეხმარა.რეკლამა ამ სიტყვებით მთავრდება:"გასცე-საუკეთესო კომუნიკაციაა".ვიდეო მომხმარებლებმა კომენტარებში აღიარეს, რომ ტიროდნენ ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ, უკან ახვევდნენ და ხელმეორედ ნახულობდნენ. 706 7-ს მოსწონს
|