სისხლის სამართალი ინდოეთში მშობლებმა ქალიშვილი და სიძე წამებით მოკლეს 2013, 22 სექტემბერი, 21:41 სასტიკი მკვლელობა მოხდა ინდოეთში, შტატ ხარიანში.მშობლები გაუსწორდნენ თავიანთ ქალიშვილს, რომელმაც გადაწყვიტა გაპარულიყო "მდაბიო" შეყვარებულთან ერთად დელიში.ქალიშვილის დედ-მამამ მოტყუებით მიიყვანეს სახლში სიძე-ქალიშვილი და რამდენიმე საათის წამების შემდეგ ორივე დახოცეს, იუწყება Times Of India.(მკველელობის მეთოდი იმდენად შემზარავია, რომ მისი აღწერა არაა მიზანშეწონილი.)პოლიციამ დააკავა სოფელ გარნაუტის მცხოვრები ნარენდერა ბილუ და მისი მეუღლე რიტუ.მესამე თანამონაწილე გოგონას ბიძაც დაკავებული იქნა.ეჭვმიტანილებმა აღიარეს დანაშაული, თუმცა არ ნანობენ.მათი სიტყვებით მათმა ქალიშვილმა დაარღვია ისტორიული ტრადიციები და მთელი ოჯახი შეარცხვინა."თუ ყველა ასე მოიქცევა, როგორც ჩვენ, მსგავსი დარღვევები აღარ იქნება"-განაცხადეს მათ.გოგონა სწავლობდა სამხატვრო ხელოვნების ინსტიტუტში, მას შეუყვარდა თავისივე თანაკურსელი 22 წლის ჯარმენდერ ბარაკი, გოგონამ იცოდა რა, რომ მშობლების რისხვას ვერ გადაურჩებოდა გადაწყვიტა შეყვარებულთან ერთად დელიში გაპარულიყო.მშობლებმა იპოვეს ისინი და შესთვაზეს დაბრუნებულიყვნენ სახლში და ქორწილი გადაეხადათ, გახარებული წყვილი დაბრუნდა, თუმცა ეს იყო საბედისწერო შეცდომა.....ე.წ "მკვლელობა ღირსების შელახვისთვის" ინდოეთში ხშირად ხდება, სპეციალურად მომზადებული სოციალური მუშაკები კარდაკარ დადიან და უხსნიან მოსახლეობას, რომ მსგავსი საქციელი არ ჩაიდინონ, თუმცა უშედეგოდ. 401 3-ს მოსწონს |
ეს შენ ჩაამატე თუ წყაროშიც ასე ეწერა?მაინტერესებს როგორ გაუსწორდნენ?