არქიტექტურა სახლი უდაბნოში. 2013, 22 სექტემბერი, 18:53 ყველას კარგათ მოგეხსენებათ უდაბნოში არანაკლებ 40 გრადუს ცელსიუსზე რა გაუსაძლისია ყოფნა, უსათუოდ ყოველი თქვენგანი ოაზისის ძებნას მოყვება. არქიტექტორ Lance O'Donnell-ს იდეა დაებადა ამ უდაბნოში ყველა საყოფაცხოვრებო პირობის შექმნის, ერთ-ერთი არქიტექტურული ფირმის- სახელწოდებით "02"-ის თაოსნობით. მან შეიმუშავა პროგრამა აეშენებინა სახლი ხრიოკ უდაბნოში, რომლის მშენებლობას მოანდონა ერთი კვირა. ფოლადის კოჭებით, სპეციალური მზისგან განსამუხტი სახურავით, შიგნით ცხელი წყლით და ერთი სიტყვით სრული კომფორტული სახლი სახელწოდებით "Blue Sky" ქმნის სრულ სამოთხეს ამ უდაბნოში. თან, თქვენდა გასაოცრად ამ სახლის ჩარჩოები და კედლები შეკრულია სპეციალურად ისეთი მასალით, რომელიც იძლევა საშუალებას ამ სახლის გადაადგილებისა სხვადასხვა ადგილას სურვილისდა მიხედვით.
საკმაო პოპულარობით სარგებლობს ეს სახლი ჩრდილოეთ ამერიკის უდაბნო MOJAVE-ში, რომელიც ზღვის დონიდან 4000 მეტრზე მდებარეობს და არა მარტო ამ უდაბნოში. იხილეთ Blue Sky-ის ფოტოები და თავად დაასკვენით მსგავს უდაბნოებში აქ გატარებული დრო როგორ სამოთხესთან ასოცირდება: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 192 13-ს მოსწონს |
კარგია