სასმელები ნუშის რძე (ფოტო რეცეპტი) 2013, 22 სექტემბერი, 14:27 ძალიან ადვილი მოსამზადებელია.
ინგრედიენტები: 30 ნუშის გული, 200 მლ წყალი, 100 მლ რძე, ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ნუშის რძე ძალიან სასარგებლო სასმელია, წარმოშობით ინდოეთიდან არის. ნუში შეიცავს დიდი რაოდენობით კალცს და სხვადასხვა ვიტამინებს. ნუშის რძეში ეს ნივთიერებები არის თხევადი ფორმით, ამიტომაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი. განსაკუთრებით სასარგებლო არის ბავშვებისათვის. მომზადების წესი: ნუშს დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 5-10 წუთი, ამის შემდეგ გავაცალოთ ქერქი (ის ძალიან ადვილად ცილდება). გამზადებული ნუში მოათავსეთ ბლენდერში და დაუმატეთ 200 მლ წყალი. დაახლოებით 5 წუთი დააბლენდერეთ მცირე ხნიანი შესვენებით. ნუშის რძე ხდება თეთრი ფერის, როგორც ნამდვილი რძე. დაუმატეთ რძე, თაფლი და დააბლენდერეთ დაახლოებით ორი წუთი. მიღებული მასა გაწურეთ მარლაში ოთხ ფენად. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ გაუწურავი, მაგრამ გაწურული ნუშის რძე უფრო სასიამოვნო დასალევი არის. მიირთვით გემრიელად. 1297 5-ს მოსწონს
|