სასმელები ყველაზე ძლიერი ყავა მსოფლიოში (4 ფოტო) 2013, 10 ივნისი, 17:25 მათთვის, ვისაც დილიდან ვეღარ აფხიზლებს ფინჯანი ჩვეულებრივი ყავა, იყიდება სპეციალური სორტი "სურვილი სიკვდილის წინ" (Death Wish Coffee). მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ კოფეინი მასში ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ყავაში.
(Death Wish Coffee) მწარმოებლები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს მარცვლები კოფეინის ყველაზე მაღალი შემვცელობით, არაბიკის გემოთი და მატებს ორმაგ ენერგიას.
"ეს არ არის ჩვეულებრივი ყავა რომელსაც დილას მიირთმევთ, ეს არ არის ის ყავა რომელსაც თქვენ ყიდულობთ მაღაზიაში ან სვამთ კაფეში, ეს ექსტრემალური ყავაა. ჩათვალეთ ჩვენ გაგაფრთხილეთ", აცხადებენ მწარმოებლები.
ის არც თუ ისე იაფიანი ყავაა 450 გრამი მარცვალი 19, 99 დოლარი ღირს. და თუ მოგეჩვენათ რომ ყავა არც თუ ისე ძლიერია, კომპანია გარანტიას გაძლევთ რომ 60 დღის განმავლობაში უკან დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას. 396 5-ს მოსწონს
|