x
როგორ მუშაობს ტურბინა?

imageყოველთვის როდესაც საუბარი სპორტულ ავტომობილებზე მიდის, ტურბოკომპრესორის თემაც წამოიჭრება ხოლმე. ტურბინას შეუძლია წონაში მცირე ნამატით, მნიშვნელოვნად გაზარდოს ძრავის სიმძლავრე.
ძრავის სიმძლავრის გაზრდისათვის საჭიროა ცილინდრებში მეტი ჰაერის მიწოდება, რომ შესაძლებელი გახდეს მეტი საწვავის ეფექტურად აფეთქება. შწორედ ამის საშუალებას იძლევა ტურბინა.
იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ტურბინა, უკეთესია ვიცოდეთ რას წარმოადგენს:image
















როგორც სურათზე ხედავთ, ტურბინა არის ორი განყოფილებისგან შემდგარი კომპრესორი. პირველი განყოფილება (ცხელი მხარე) ატარებს ძრავის გამონაბოლქვს, რის მეშვეობითაც დიდი სისწრაფით ატრიალებს ნიჟარის შიგნით მოთავსებულ ტურბინას (დაახლოებით 150 000 ბრუნი წუთში). ცხელი მხარე მექანიკურად დაკავშირებულია ცივ მხარესთან და მასაც ატრიალებს შესაბამისი სიჩქარით. ცივი მხარეს ნიჟარაში მოთავსებული ტურბინა ფილტრიდან შემოსულ ჰაერს აკომპრესირებს და წნევით უშვებს ცილინდრების მიმართულებით. შედეგად ვიღებთ მეტ ჰაერს ცილინდრში და ავტომატურად მეტი საწვავის ეფექტურად აფეთქების საშუალებას.
ტურბინაში შემავალი გამონაბოლქვის რაოდენობა რეგულირდება სპეციალური გამშვები სარქველის, ვეისთგეითის მეშვეობით, რომელიც გარკვეულ დონეზე იხსნება, გამონაბოლქვის ნაწილი სისტემას გვედს უვლის და მხოლოდ იმ რაოდენობით მიეწოდება ტურბინას, რაც საჭიროა შემშვებ კოლექტორში ჩვენს მიერ დარეგულირებული წნევის მისაღებად. სტანდარტულად ქარხნული ტურბინიანი მანქანების წნევა კოლექტორში 0.7 ატმოსფეროს (10psi) არ აღემატება.
კომპრესირებული ჰაერის ტემპერატურა ძალიან მაღალია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცილინდრში დეტონაცია, ანუ ჰაერისა და საწვავის ნაზავის აფეთქება კომპრესიით, რაც დიდ დარტყმას აყენებს ძრავს და საბოლოოდ იწვევს მის დაზიანებას.
დეტონაციის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება ჰაერის რადიატორი, ინტერქულერი, რომელიც კომპრესირებულ ჰაერს აგრილებს და ისე აწვდის ძრავში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ტურბინა ტრიალებს დაახლოებით 150 000 ბრუნით წუთში. ასეთ სისწრაფეზე მისი გამართულად მუშაობის შესანარჩუნებლად გამოიყენება ზეთი, რომელიც სპეციალური ხაზებით ძრავიდან წნევით გადის ტურბინაში და შემდეგ უკან ბრუნდება.image











ტურბინის მეშვეობით სიმძლავრის განუსაზღვრელი რაოდენობით მიღებაა შესაძლებელი. არსებობს მხოლოდ ორი ლიმიტი:
1 - რა რაოდენობის საწვავი შეგვიძლია მივაწოდოთ ძრავში, და
2 - რა რაოდენობის სიმძლავრის ატანა შეუძლია ჩვენ ძრავს.

0
622
შეფასება არ არის
ავტორი:მელიქა
მელიქა
622
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0