სხვა ebay-დან უსაფრთხო გამოწერის წესები 2013, 20 სექტემბერი, 15:39 რაც pay-pal-ი შემოვიდა ბევრად გაადვილდა ebay-დან გამოწერა, მაგრამ გაადვილება არ ნიშნავს იმას, რომ გამოიწერთ და პროდუქტი ჩამოგივათ. ebay მაღაზია არაა, ebay შუამავალია, რომელიც არ აგებს პასუხს გამოგზავნილი პროდუქტის ხარისხზე, მაგრამ თითქმის ყველა შემთხვევაში მყიდველის მხარეზეა და რაიმე გაუგებრობის დროს გამყიდველს თანხას აჭრის და უკან გიბრუნებს.
პირველ რიგში, თუ აქტიურად აიპრებთ ebay-ზე ვაჭრობას გირჩევთ პლასტიკური ბარათის დაზღვევა გააკეთოთ. დაზღვეულ ბარათზე უკანონოდ ჩამოჭრილი თანხა იოლად ბრუნდება.
მეორე, რაც ყველაზე აუცილებლად უნდა იცოდეთ ვისგან ყიდულობთ. გამყიდველის პროფილში შესვლის დროს დაათვალიერეთ მყიდველის კომენტარები. ყოველი მყიდველი გამყიდველს 5 ბალიანი სისტემით აფასებს, გადაამოწმეთ რამდენი პროცენტი დადებითი, რამდენი ნეიტრალური და რამდენი ნეგატიური გამოხმაურება აქვს.
როდესაც პროდუქტს ყიდულობთ და თანხას გადარიცხავთ, თქვენი მისამართი გამყიდველის ელექტრონულ ფოსტაზე მიდი და ebay-ს აქაუნტში ისახება. თქვენ მაინც თავი დაიზღვიეთ და წერილი მიწერეთ, მაგალითად: გამარჯობა მე თქვენი აუქციონი მოვიგე, აქ ჩემი მონაცემებია და ქვევით Shipping address მიუწერთ.
გამყიდველს გარკვეული დრო ეძლევა ამანათის გამოსაგზავნათ. თუ მან დააგვიანა, ჯერ წერილი მიწერეთ და იკითხეთ რა ხდება, შემდეგ ebay-ს დახმარება გამოიყენეთ. იქ სადაც ნავაჭრი პროდუქტი ისახება, გევრდით სხვა და სხვა ლინკებია. ერთ ერთია "ვიყიდე პროდუქტი და არ გამოუგზავნიათ" გადახვალთ ლინკზე მისწერთ ebay-ს ყველა მონაცემს და შემდეგ უკვე ebay გადაამოწმებს და თუ გამყიდველი ისევ უარზე იქნება ამანათის გამოგზავნის, მას თანხას ჩამოაჭრიან და ისევ თქვენს ანგარიშზე დაბრუნდება. თანხის ანგარიშზე დაბრუნება 2 კვირიდან 1 თვემდე იწელება, მაგრამ ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ. თუ ამანათი მიიღეთ და პროდუქტი გაფუჭებულია ან სხვა დეფექტი აქვს ეს უკვე გამოუსწორებელი პრობლემაა, რადგან საქართველოდან ამანათის დაბრუნება უფრო ძვირი დაგიჯდებათ ვიდრე ახლის ყიდვა. ამიტომ წინასწარ ჯობია ის გამყიდველი შეარჩიოთ რომელსაც 97-100% პოზიტიური გამოხმაურება აქვს და რაც მთავარია ბევრი გაყიდული ამანათი. ნებისმიერ ვარიანტში, თუ გამყიდველს კარგად შეარჩევთ თვქენ არანაირი პროლემა არ შეგექმნებათ. მოერიდეთ ebay-ზე დარეგისტრირებულ ჩინურ მაღაზიებს, მათგან ყველაზე მეტი პრობლემა მოდის. 3688 7-ს მოსწონს 2-ს არა
|