სხვა მშობლები 2 წლის ქალიშვილს "facebook"-ით ყიდდნენ 2013, 19 სექტემბერი, 19:03 ბრზილიელი წყვილი დაკავებულია ინტერნეტით ქალიშვილის გაყიდვის მცდელობის გამო. როგორც პოლიცია ირწმუნება, დედა "facebook"-ის მეშვეობით სთავაზობდა ხალხს შეეძინათ მისი 2 წლის ქალიშვილი. 23 წლის დედამ განაცხადა, რომ ფული ევროპაში სამოგზაუროდ სჭირდებოდა, იქ კი მეძავად მუშაობას აპირებდა. მის 40 წლის პარტნიორს კი ბრალი ჯერ არ უმტკიცდება. განცხადება სოციალურმა მუშაკმა აღმოაჩინა, რომელსაც ეს ყველაფერი თავდაპირველად ხუმრობა ეგონა. წყვილი გოგონაში 1200 ევროს და ლეპტოპს ითხოვდა. წყვილი იმდღესვე, სამშაბათ საღამოს დააკავეს. "ბედნიერი ვარ, რომ ამ ბავშვის მომავალი შევცვალე"-განაცხადა სოციალურმა მუშაკმა. 2 წლის გოგნა კი ბავშვთა დაცვის ორგანიზაციას გადასცეს. 76 3-ს მოსწონს
|