პროფილაქტიკა კოქტეილი, რომელიც ახანგრძლივებს სიცოცხლეს. 2013, 19 სექტემბერი, 11:06 მინდა რეკომენდაცია გაგიწიოთ კოქტეილზე, რომელიც ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აქედან გამომდინარე გააჩნია პროფილაქტიკური და სამკურნალო თვისებები. ეს კოქტეილი კი განსაკუთრებით ეფექტურია ღვიძლის დაავადების, ათეროსკლეროზის, კიბოს, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს და იმუნური სისტემის ამაღლებისთვის.
თქვენდა გასაოცად კოქტეილის ძირითად ინგრედიენტს კი წარმოადგენს მწყრის კვერცხი. მომზადების ტექნოლოგია და მიღების წესი: 5 ცალი, ერთი და იმავე ფრინველის (მწყრის) კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 ჩ.კ ნიორის ცხიმი, 50 გრ ბიოკეფირი. ეს ყველაფერი კარგათ შურიეთ ერთმანეთს. მზა კოქტეილი მიირთვით დილით უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე. მწყრის კვერცხის ნაზავი ფორთოხლის ნატურალურ წვენთან ასევე ეფექტურია ასთმის პროფილაქტიკისათვის. ასევე, რეკომენდაცია მამაკაცებს- უმად დალეული მწყრის კვერცხი თავიდან აგაცილებთ იმპოტენციას. გისურვებთ ჯანმრთელობას. 211 15-ს მოსწონს
|