x
image
თამუნა გეწაძე
ანდრეს ინიესტას ფილმში იღებენ?

image
ესპანეთის ნაკრების წევრი და "ბარსელონას"ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტას მსახიობის როლში ვიხილავთ აცხადებს ესპანეთის საინფორმაციო სააგენტო Europa press.

ანდრეს ინიესტა ეპიზოდურ როლს ითამაშებს ფილმში"ვინ მოკლა ბემბი?'' ფილმის რეჟისორია სანტიაგო ამოდეო.ფილმი კომედიური ჟანრისაა და მასში მონაწილეობს ცნობილი ესპანელი მსახიობი ერნესტო ალტერიო.ცნობილი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა სწორედ ერნესტო ალტერიოსთან ერთად იქნება გადაღებული ერთ-ერთი სცენის დროს.

ცნობილია ასევე, რომ 2012 წელს ანდრეს ინიესტა და სხვა "ბარსელონაში" მოთამაშე ფეხბურთელები მაგალითად ჟერარ პიკე ახმოვანებდნენ კატალონიურ ენაზე მულტფილმს"მეკობრეები, დამარცხებულების ჯგუფი".

0
23
6-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0