x
image
cxvedo
ბრინჯი ანანასში
ინგრედიენტები:

მოხარშული ბრინჯი - 3 ჭიქა

ნიორი - 3 კბილი

კრევეტები - 12 ცალი


ხახვი - 2 ცალი

სტაფილო - ნახევარი

წიწაკა - 1 ცალი (წითელი)

ანანასი - 1 ცალი

ქიშმიში - 2 სუფრის კოვზი

კერი (თევზის ან ხორცის ცხარე საწებელი) - 1 სუფრის კოვზი

სოიოს სოუსი - 1 სუფრის კოვზი

მარილი და პილპილი - გემოვნებით

კეშიუ (თხილის სახეობა) - 1 ჭიქა (მოხალული)

მწვანე ხახვი და ქინძი - გემოვნებით (გასაფორმებლად)


ბრინჯი ანანასში


მომზადება:


1) 1სუფრის კოვზ ზეთში (ზეითუნის ან მცენარეული) მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, რათა მისი მძაფრი სუნი ავირიდოთ თავიდან.


2) დავუმატოთ მას კრევეტები, რგოლებად დაჭრილი ხახვი და 2.5 სუფრის კოვზი ზეთი.


3) დავუმატოთ მას დაჭრილი სტაფილო და წიწაკა. ცოტა ხნის შემდეგ კი დავუმატოთ მოხარშული ბრინჯი და ქიშმიში.


4) ამასობაში გავჭრათ ანანასი შუაზე და ამოვაცალოთ შიდა, შედარებით რბილი მხარე. ამ ყველაფერს დავუმატოთ კერი, სოიოს სოუსი, მარილი, პილპილი და გავაგრძელოთ მოშუშვა დაბალ ცეცხლზე.


5) ამ ყველაფერს შევურიოთ კეშიუ და წამოვადუღოთ რამდენიმე წუთით. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და მწვანე ხახვი.


6) მიღებული მასა კარგად ავურიოთ ერთმანეთში, ანანასის გამზადებულ "ნავში" მოვათავსოთ და...


გემრიელად მიირთვით







0
52
11-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0