კაცხის სვეტი ჭიათურის რაიონში მდებარეობს, კაცხის ხეობაში.კაცხის კლდოვან სვეტზე მონასტერი VI, VIII საუკუნეების შუალედში აიგო, 1944 წლისთვის მონასტერის მხოლოდ ფუნდამენტი იყო დარჩენილი. ამჟამად კაცხის სვეტის მონასტერში ცხოვრობს ბერი მამა მაქსიმე.20 წელია იგი წირვას აღავლენს. სვეტმა იმდენად აღაფრთოვანა ახალგაზრდა მაქსიმი, რომ გადაწყვიტა აღედგინა მიტოვებული საყდარი.მან დაამთავრა სემინარია და გაგზავნილი იქნა ბეთანიის მონასტერში.რამდენიმე წლის შემდეგ მან მიიღო კურთხევა პატრიარქისგან, რომ აღედგინა კაცხის სვეტი.
40 მეტრის სიმაღლეზე მაქსიმე სრულ მარტოობაში და სიმყუდროვეში ატარებს დღეებს. სვეტზე ასასვლელად მაქსიმე კიბეს იყენებს, მოსახლეობამ მას "კიბე ზეცაში" შეარქვა, იგი 2007 წელს იქნა დაყენებული, მანამდე კი განდეგილი ბერი თოკებით ალპინისტების დახმარებით სარგებლობდა.ჩამოსვლას კიბეზე 20 წუთი უნდება, ასვლას უფრო დიდი დრო უნდა. არავინ არ იცის როგორ ადიოდნენ ძველ დროს სვეტზე ბერები, ან როგორ აჰქონდათ სამშენებლო მასალა მშენებლობისთვის. რამდენიმე საუკუნის მანძილზე კაცხის სვეტის თავზე ადამიანს ფეხი არ ჰქონდა დადგმული, მხოლოდ 1944 წელს ალპინისტი ალექსანდრე ჯაფარიძე და მწერალი ლევან გოთუა გამოკვლევებისთვის სვეტის თავზე ავიდნენ, იქვე იქნა აღმოჩენილი ძველი მონასტერის ნარჩენები. იქვე იყო პატარა სამრეკლო აგებული ლოცვისთვის, ვინ ააგო და როდის უცნობია, თუმცა შემორჩენილია ძველი წარწერა."მე დიდი ცოდვა მაწევს, ამიტომ სვეტზე ავაგებ ორ საყდარს, ერთს ღმერთისთვის, ხოლო მეორეს ბერებისთვის." ბოლო ბერი აქ XV საუკუნეში ცხოვრობდა.მისი სიკვდილის შემდეგ სვეტზე აღარავინ ასულა.კლდოვან კუნძულზე სიცოცხლე 500 წლით შეწყდა. მხოლოდ ბოლო 20 წლის წინ დაიწყო ბერმა მაქსიმე ქავთარაძემ მონასტრის აღდგენა.ამჟამად სვეტზე ცხოვრება გაფართოვდა, ბერი მაქსიმეს გარდა აქ ცხოვრობენ დიაკონი და მორჩილი.
ბერმა მაქსიმემ შესძლო და აღადგინა მონასტრის და საყდრის ინფრასტრუქტურა, საცხოვრისი, დარჩა მხოლოდ მცირე კოსმეტიკური რემონტი.