x
image
K.P.
დაიკელი წონაში ჯულია რობერტსის მაგალითზე (ჯულია რობერტსის დიეტა)
imageჯულია რობერტსი ყველასათვის საყვარელი მსახიობია. ის აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში დაიბადა. მსახიობი მესამე შვილია, მისი მშობლები "შეთავსებით მსახიობები" იყვნენ. ეს მომხიბვლელი ქალბატონი ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი გახლავთ. ჯულია სულ მალე 46 წლის გახდება და ბევრი ახალგაზრდისთვისაც კი შესაშურ ფორმაშია. როგორ მოახერხა მსახიობმა ასეთი ფორმის შენარჩუნება? გთავაზობთ ჯულია რობერტსის დიეტას, რომელიც მსახიობს ცნობილმა დიეტოლოგმა პერიკონემ შეურჩია. დიეტის მთავარი კომპონენტი ორაგული გახლავთ, რომელიც პერიკონეს მტკიცებით, ნაოჭების მთავარი მტერიცაა. რაციონიდან აუცილებლად აიღეთ შაქარი და ცხიმი.

გაღვიძებისთანავე: 350 მლ მინერალური წყალი.

საუზმეზე: 100გ. ორაგული, ნახევარი თეფში შვრიის ფაფა (ფაფა უნდა იყოს წყალზე მომზადებული), 1 ცალი მწვანე ვაშლი და 350 გ. მინერალური წყალი.image

ლანჩი: 250 გ. დაკონსერვებული ორაგული, რამდენიმე ფურცელი მწვანე სალათა ცოტაოდენი ზეითუნის ზეთით, 350 გ. მინერალური წყალი.


სადილი: 50გ ქთმის ხორცი, 4 ცალი თხილი, ნახევარი მწვანე ვაშლი, 350 მლ მინერალური წყალი.

ვახშამი: 250 გ. დაკონსერვებული ორაგული, რამდენიმე ფურცელი მწვანე სალათა ცოტაოდენი ზეითუნის ზეთით, 350 გ. მინერალური წყალი.

ჯულია ამ დიეტას ნამდვილად ემადლიერება. მსახიობი უსაზღვროდ კმაყოფილია წონითაც და სახის კანის არაჩვეულებრივი ელასტიურობითაც.
image

1
825
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
825
  
2013, 18 სექტემბერი, 9:51
თევზი არ მიყვარს :(
0 1 1